ომის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინამ დახმარების სახით საერთაშორისო პარტნიორებისგან თითქმის 400 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება მიიღო. ამ თანხის 52% ფინანსური, 42% სამხედრო, ხოლო 6% ჰუმანიტარული დახმარება იყო.
დახმარების მოცულობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
აშშ - 119 მლრდ ევრო
ევროკავშირი - 115.7 მლრდ ევრო
დიდი ბრიტანეთი - 27.2 მლრდ ევრო
გერმანია - 25.5 მლრდ ევრო
იაპონია - 16.8 მლრდ ევრო
აშშ-ის დახმარების უდიდესი ნაწილი სამხედრო ტექნიკასთანაა დაკავშირებული. განსხვავებით ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, რომლის დახმარების დიდი ნაწილი ფინანსური იყო, ხოლო დანარჩენი - ჰუმანიტარული.