2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ახალი მოდელი ასე ჩამოყალიბდება:
- სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის იქნება უფასო, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას.
- კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ.
დღევანდელი სისტემა აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მიღებული გრანტი გამოიყენონ როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტში. მაქსიმალური გრანტი ბაკალავრიატზე 2250 ლარია, ანუ 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში. ამას გარდა, გაიცემა 70%-ის და 50%-ის გრანტებიც.
რამდენმა პირველკურსელმა სტუდენტმა მიიღო გრანტი 2025 წელს?
- სულ ჩაირიცხა 31,705 სტუდენტი.
- სახელმწიფო გრანტი მიიღო 7,320-მა სტუდენტმა, რაც ჩარიცხულთა 33.7%-ია.
გრანტების განაწილება:
- 100%-იანი გრანტი — 1,785 სტუდენტი
- 70%-იანი გრანტი — 1,457 სტუდენტი
- 50%-იანი გრანტი — 4,075 სტუდენტი
საგრანტო ფონდი 2025 წელს შეადგენდა 11 მილიონ ლარს.
უნივერსიტეტების მიხედვით, ყველაზე მეტი გრანტის მქონე სტუდენტი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა. მათი რაოდენობა 4734 იყო, მისაღები ყოველწლიური საგრანტო დაფინანსება კი 7,194,825 ლარი. შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წელს, საგრანტო სისტემის ფარგლებში გასაცემი თანხის 66% სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიიმართება.
კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი 2,584 სტუდენტმა მოიპოვა წელს გრანტი. მათი საგრანტო დაფინანსება 3,700,575 ლარს შეადგენს, რაც 11-მილიონიანი ჯამური საგრანტო ფონდის 34%-ია.
სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის საგრანტო დაფინანსებით ყველაზე მეტმა სტუდენტმა წელს თსუ-ში ჩააბარა, მათი რაოდენობა 2325, საგრანტო დაფინანსება კი 3.5 მილიონი ლარი იყო. მეორე პოზიციაზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 675 სტუდენტით (819 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსება), მესამეზე კი ტექნიკური უნივერსიტეტი 468 სტუდენტით (718 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსება).
რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, აქ მიღებული თანხით პირველ ადგილზეა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, რომლის 574-მა პირველკურსელმა სტუდენტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. ჯამური თანხა 1 მილიონ ლარს შეადგენს. თანხობრივად მეორე ადგილზეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომლის 648-მა სტუდენტმა ჯამში 819 ათასი ლარის დაფინანსება მოიპოვა. მესამეზე კი კავკასიის უნივერსიტეტია, რომლის 480-მა პირველკურსელმა მიიღო 657 ათასი ლარის საგრანტო დაფინანსება.
კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიერ მოპოვებული საგრანტო დაფინანსება სტუდენტთა რაოდენობის და საგრანტო თანხის მითითებით (დალაგებულია თანხის მიხედვით)
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი — 574 სტუდენტი, 1,046,025 ლარი
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი — 648 სტუდენტი, 819,225 ლარი
- კავკასიის უნივერსიტეტი — 480 სტუდენტი, 657,450 ლარი
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი — 218 სტუდენტი, 315,450 ლარი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — 138 სტუდენტი, 176,175 ლარი
- საქართველოს უნივერსიტეტი — 118 სტუდენტი, 159,300 ლარი
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი — 58 სტუდენტი, 80,325 ლარი
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი — 60 სტუდენტი, 75,150 ლარი
- თბილისის სამედიცინო აკადემია (პეტრე შოთაძე) — 52 სტუდენტი, 73,350 ლარი
- ჯიპა — საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი — 46 სტუდენტი, 61,200 ლარი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი — 50 სტუდენტი, 59,400 ლარი
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი — 33 სტუდენტი, 42,525 ლარი
- ევროპის უნივერსიტეტი — 20 სტუდენტი, 24,300 ლარი
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი — 19 სტუდენტი, 22,725 ლარი
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) — 16 სტუდენტი, 21,375 ლარი
- ალტე უნივერსიტეტი — 17 სტუდენტი, 20,475 ლარი
- ვებსტერ უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში — 9 სტუდენტი, 12,150 ლარი
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი — 9 სტუდენტი, 11,700 ლარი
- ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი — 7 სტუდენტი, 7,875 ლარი
- ბრიტანული უნივერსიტეტი — 5 სტუდენტი, 6,525 ლარი
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი — 2 სტუდენტი, 2,250 ლარი
- უნივერსიტეტი გეომედი — 1 სტუდენტი, 1,125 ლარი
- BAU International University Batumi — 1 სტუდენტი, 1,125 ლარი
- უნივერსიტეტი "ალტერბრიჯი" — 1 სტუდენტი, 1,125 ლარი
- კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი — 1 სტუდენტი, 1,125 ლარი
- ავიცენა — ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი — 1 სტუდენტი, 1,125 ლარი
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიერ მოპოვებული საგრანტო დაფინანსება სტუდენტთა რაოდენობის და საგრანტო თანხის მითითებით (დალაგებულია თანხის მიხედვით)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — 2,325 სტუდენტი, 3,533,175 ლარი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — 675 სტუდენტი, 1,052,100 ლარი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — 468 სტუდენტი, 717,975 ლარი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი — 391 სტუდენტი, 669,375 ლარი
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) — 253 სტუდენტი, 357,300 ლარი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 151 სტუდენტი, 193,500 ლარი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 130 სტუდენტი, 161,550 ლარი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (აპოლონ ქუთათელაძის სახელობის) — 107 სტუდენტი, 146,700 ლარი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 57 სტუდენტი, 122,625 ლარი
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია — 89 სტუდენტი, 120,825 ლარი
- საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (დავით აღმაშენებლის სახელობის) — 18 სტუდენტი, 24,300 ლარი
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის) — 16 სტუდენტი, 19,125 ლარი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 9 სტუდენტი, 18,450 ლარი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 11 სტუდენტი, 13,950 ლარი
- საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (შოთა რუსთაველის სახელობის) — 11 სტუდენტი, 13,725 ლარი
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვანო სარაჯიშვილის სახელობის) — 7 სტუდენტი, 11,250 ლარი
- საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 7 სტუდენტი, 7,875 ლარი
- ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შოთა მესხიას სახელობის) — 4 სტუდენტი, 5,400 ლარი
- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — 4 სტუდენტი, 4,500 ლარი
- ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი — 1 სტუდენტი, 1,125 ლარი




























