რაც მოვისმინე კარგი მოსასმენი იყო, როგორ განხორციელდება მომავალი გვიჩვენებს - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერისა და ბიზნესის დღევანდელ შეხვედრას.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების სერიოზული პრობლემა დგას და ამას გადაწყვეტა სჭირდება.
„კრიტიკული საუბარი არ ყოფილა, საქმიანი საუბარი იყო“ - ამბობს ის და განმარტავს: „განათლება რეფორმას საჭიროებს, მაგალითად ინჟინერ-ტექნოლოგის მომზადება საქართველოში არ ხდება. ტექნოლოგიები და ქარხნები არსებობს, მაგრამ ბალანსი დარღვეულია და ამის მომსახურე პერსონალი არ არსებობს. ამ გაუნათლებელ ქვეყანაში განათლება რეფორმას რომ საჭიროებს, რად უნდა ამას ლაპარაკი.
კადრების დეფიციტის გადაჭრის გზა მრავალია - კარგი ხელფასი უნდა მისცე, პირობები უნდა შეუქმნა, რომ სამსახურში ბედნიერი იყოს, კომფორტი და მომავალი კარიერული განვითარების შანსი - მარტივი ფორმულაა“.




























