როგორ განვითარდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ - საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ, სადაც თითოეული ქვეყნის დიპლომატი საუბრობს, რას ნიშნავს ევროპული ოჯახის წევრობა.
წევრი ქვეყნების ელჩების მესიჯები ასეთია:
- „ეს არის შესაძლებლობები ახალი თაობებისთვის“, – აღნიშნავს უნგრეთის ელჩი ვიდეომიმართვაში;
- „თავისუფალი, მშვიდობიანი, სოციალ - ეკონომიკური და გარემოსდაცვითი რეგულაციების სივრცე“, – გერმანიის ელჩი;
- „სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები ყველასთვის, ეს იყო დემოკრატიის კონსოლიდაცია“, – ესპანეთის ელჩი;
- „მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა“, - დანიელი დიპლომატი;
- „ჩვენი მშპ 450 მილიარდი ევროთი გაიზარდა“, – პოლონეთის ელჩი;
- „ჩვენ შევუერთდით ევროზონას და ამან მოგვცა ფინანსური სტაბილურობა“ – ესტონეთის ელჩი;
- „ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის, ერთობლივი ზრდისა და საერთო უსაფრთხოების პროექტს“ – იტალიის ელჩი;
- „შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, თავისუფლება და ფასეულობები“ – საფრანგეთის ელჩი;
- „ქვეყნის ყველა რეგიონში უპრეცედენტო განვითარებაა“ – აცხადებს რუმინეთის ელჩი;
- „ევროკავშირის წევრობით ჩვენ ვაშენებთ წესებზე დამკვიდრებულ მსოფლიოს“, – ამბობს ლატვიის ელჩი;
- „ევროკავშირში შესვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, – ჩეხი დიპლომატი;
- „ევროკავშირის შიგნით თავისუფლად შეიძლება მოგზაურობა, მუშაობა, სწავლა კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში“ – სლოვაკეთის ელჩი;
- ჩვენ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და ვხედავთ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ არჩევანის უპირატესობას“, – ლიეტუვა.