მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ იმოქმედებს გაზის გაძვირება კომპანიებზე? - დამსაქმებელთა ასოციაცია

5fcba38d4e930
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.20 13:00
840
თბილისში კომერციული სექტორისთვის გაზრდილი გაზის ტარიფის საკითხზე გვექნება კომუნიკაცია როგორც მთავარობასთან, ასევე თბილისი ენერჯისთან, - ამის შესახებ BM.GE-ის დამსაქმებელთა ასოციაციის აღმოსარულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაზის ტარიფის ცვლილება კომპანიებს მხრიდან არამხოლოდ პროდუქციის ღირებულებაზე, არამედ მათ საქმიანობაზეც აისახება.

"მომდევნო პერიოდში მოლოდინები არსებული კრიზისის გამო ისედაც ნეგატიური იყო. ბიზნესისთვის კი გაზის გაძვირება მალევე აისახება კომპანიებზე. ეს არ იქნება მხოლოდ პროდუქტების ფასის გაძვირება, ეს აისახება თანაშორმლების რიცხვზე და მათ ანააზღაურებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისეთი თვითღირებულების კომპონენტია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს კომპანიების ფუნქციონირებაზე“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ლაშა ლაბაძე მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავალს სექტორის სუბსიდირებაში ხედავს და თვლის, რომ სახელწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კომუნიკაცია ამ პერიოდში აუცილებელია.

„აქ სახელმიფო სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ, რომ მაქსიმალურად გამოინახოს ის რესურსები, რაც ამას ყველაფერს შეამსუბუქებს. ის რომ ჩვენ პოზიციები დავაფიქსიროთ და მერე „თბილისი ენერჯიმ“ ფასნამატი გაანახევროს ან დაწიოს, დღეის მონაცემებით არარეალურია. ამასთან დაკავშირები უფრო რეალისტური გამოსავალი სუბსიდირებაა სხვა გზა, ვიდრე ის რომ ტარიფმა დაიწიოს“, - განაცხადა ლაბაძემ.

თბილისი ენერჯიმ დედაქალაქის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება. კომპანიის ინფორმაციით, ტარიფი ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 24 თეთრით გაიზარდა და ის 1.1 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები