მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თბილისი ენერჯი“ მომდევნო 5 წელში 93 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გეგმავს - სემეკი

თბილისი ენერჯი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, შპს „თბილისი ენერჯი“ 2026-2030 წლებში 92,781,057 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სემეკმა 27 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შეითანხმა გაზგამანაწილებელი კომპანიის მომდევნო 5 წლის საინვესტიციო გეგმა.

კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში შპს „თბილისი ენერჯი“ უზრუნველყოფს თბილისში გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას.

გაზგამანაწილებელი კომპანიები ჯამურად მომდევნო 5 წელში 307,093,676 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები