მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოქმედებს მკაცრი ბიუროკრატიული მექანიზმი საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე

602cf7e9cd43b
BM.GE
17.02.21 14:58
891

ევროკავშირის ქვეყნები Covid19-ის ვაქცინის დეფიციტს განიცდიან. ამის მიზეზად ევროპის ლიდერები ევროკომისიის ბიუროკრატიულ მიდგომებს ასახელებენ და კომისიას თავისუფლად მოქმედების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

მაგალითად, ოქსფორდის მკვლევარმა, სარა გილბერტმა  2020 წლის 11 თებერვალს ჟურნალ თაიმსთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის AstraZeneca-სთან ერთად მუშაობდა ვაქცინის შექმნაზე, რომელიც 80%-ით ეფექტური იქნებოდა. ამ განცხადების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, იმედისმომცემი შედეგების შემთხვევაში, წინასწარ 1 მილიონი დოზის შეძენაზე გამოთქვა მზადყოფნა.

დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ევროპის მედიცინის სააგენტომ ამ ვაქცინის ავტორიზაცია მხოლოდ 2021 წლის იანვარში გასცა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადმინისტრირებული ვაქცინის დოზა  ყოველ 100 ადამიანზე 23%-ს უტოლდება მაშინ, როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ 5%-ია.

თუმცა, ევროკომისიის ბიუროკრატიული მიდგომის კრიტიკა არ ხდება მხოლოდ Covid 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით. 2021 წელს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გეგმა Beating Cancer Plan, კიბოს პრევენციისკენ არის მიმართული, თუმცა შეიცავს ისეთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, რომელიც უარყოფითად შეიძლება აისახოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ მიზანს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება წარმოადგენს. ამ მიზნით, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებზე ტრადიციული თამბაქოს მსგავსი შეზღუდვების დაწესებას, რაც მაღალ გადასახადებს, გარე და თავშეყრის ადგილებში სიგარეტისა და ელექტრონული მოწყობილობების მოხმარების აკრძალვას გულისხმობს.

დაწესებული შეზღუდვები არ ითვალისწინებს ელექტრონული მოწყობილობების შემცირებულ ზიანს, რაც თავისმხრივ ხელს უწყობს მომხმარებლების მხრიდან ტრადიციული სიგარეტის მოხმარების გაგრძელებას.

ევროკომისიისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული მოწყობილობების კვლევა. გაერთიანებული სამეფოს თამბაქოს კონტროლის გეგმაში აღნიშნულია, რომ ელექტრონული და გასახურებელი მოწყობილობები 95%-ით ამცირებს მოწევასთან დაკავშირებული რისკებს. დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს დიდ ბრიტანეთში მოწყობილობის მომხმარებელთა შორის 2 მილიონმა თავი დაანება მოწევას, 470 000 მომხმარებელი კი მას თამბაქოს ზიანის შემცირების ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებდა.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. თუმცა მთავრობის მიერ გამოცემული გეგმის თანახმად, ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, აღიარებული უნდა იყოს ჯანმოს მიერ, ან ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა, ან გავლილი ჰქონდეს ეროვნული რეგისტრაცია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე 37 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებლებისაგან, როგორებიცაა: FDA, ევროგაერთიანება, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და სხვა.

გეგმაში გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, 2021 წლის 14 იანვრისთვის ვაქცინა, რომელიც მთავრობის მოთხოვნებს შეესაბამება, მსოფლიოში მხოლოდ სამია. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადების თანახმად, საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოდან შემოვა და ის განკუთვნილი იქნება სამედიცინო სფეროში მომუშავე  პერსონალისთვის. ამ დროისთვის, უცნობია როდის დაიწყება ვაქცინააციის პროცესი საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე უცნობია, როდის მოხდება ქვეყანაში ვაქცინების კომერციალიზაცია.

საქართველოს მთავრობა ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო კრიტიკის ობიექტი მხოლოდ ვაქცინაციის პროცესის მიმართულებით არ ყოფილა. გასული წლების განმავლობაში დაწესებული არაერთი შემზღუდავი რეგულაციის გამო, ექსპერტები ხშირად აკრიტიკებენ ქართველ რეგულატორებს, რომლებიც არ არიან ღია ინოვაციების მიმართ, ასევე უგულვებელყოფენ გავლენიანი ჯანდაცვის ინსტიტუტების სამეცნიერო დასკვნებს.

ამის მაგალითად თამბაქოს კონტროლის კანონიც განიხილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს დაამტკიცა და მას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „მომავალი თაობის კანონი“ უწოდა. აღსანიშნავია რომ მკაცრი რეგულატორული მექანიზმების გამოყენების მიუხედავად, NCDC-ს კვლევის თანახმად,  2017 წლიდან დღემდე საქართველოში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით 2.8%-ით შემცირდა.  შესაბამისად, დღეს საქართველოში დაახლოებით 800 000 ზრდასრული მწეველია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების შეფასებით. თამბაქოს მომხმარებლები იმსახურებენ გონივრულ მიდგომასა და უკეთეს არჩევანს, რომელიც მათ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან ასოცირდება, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონული სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები არაერთ ქვეყანაში მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა.

მეცნიერებისა და ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციის გამოყენება, როგორიც არის ელ-სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები, ამცირებს სიგარეტის მოწევისგან გამოწვეულ ზიანს და ეს ალტერნატივები 21-ე საუკუნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას წარმოადგენს.

საინტერესოა, გაიზიარებს თუ არა საქართველო დიდი ბრიტანეთის წარმატებულ მაგალითის თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით და როგორ დაეხმარება 800 000 ზრდასრულ მწეველს მოწევის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები