მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოქმედებს ნავთობის დაბალი ფასი ეკონომიკაზე

5ebd5c7f2c421
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.20 23:15
4637
"თიბისი კაპიტალმა" კიდევ ერთხელ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორებზე COVID 19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები და ეკონომიკის აღდგენის მოლოდინები განიხილეს. ასევე, ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით 2020-2021 წლის პროგნოზები გაჟღერდა.

"თიბისი კაპიტალის" საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდგომ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება.

კვლევაში ნავთობის ისტორიულად დაბალი ფასების ქართულ ეკონომიკაზე გავლენა არის შეფასებული:

  • საბაზო სცენარით, 2020 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასების (ბრენტი) დაახლოებით 40$-მდე ზრდაა ნავარაუდევი, რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ, დაახლოებით 65$-თან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად ნაკლებია, თუმცა რეგიონში ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკებისათვის, მათ ბიუჯეტებში ჩადებული ბუფერების გათვალისწინებით, მაინც შედარებით მისაღები მაჩვენებელია.
  • COVID-19-ის და ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე, საექსპორტო ბაზრებზე ეკონომიკის შემცირება და ვალუტების გაუფასურება ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედებს.
  • ნავთობის და სხვა სასაქონლო პროდუქტებზე შემცირებული ფასები ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.