მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვიზიდოთ მიზნობრივი ტურისტი? - ექსპერტის რეკომენდაცია

ტურიზმი

ტურიზმის ექსპერტ ვანო ვაშაყმაძის შეფასებით, საქართველომ ევროპიდან ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა. დარგის სპეციალისტი გადაცემა #რედაქტ2-ში ბაზრებისა და ტურისტული ჯგუფების მოზიდვის საშუალებებს ასახელებს, რომელიც არა ბაზრებზე, არამედ კონკრეტულ ჯგუფებზე უნდა იყოს გათვლილი. ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯები საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს.

„ვისურვებდი მიზნობრივი მარკეტინგი გვქონდეს. ვეძებოთ ჩვენი მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც იგივე ფასეულობა და ღირებულებები აქვთ. ეს შეიძლება იყოს არა დიდი გამოფენა, არამედ კავშირი კლუბებთან, ასოციაციებთან, იქნებიან ეს პროფესიული მთამსვლელები, თუ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები. მაგალითად, ვიღაცას შუა საუკუნეების არქიტექტურა აინტერესებს... - ამ ტიპის თემატურ ბაზრებზე უნდა ვცადოთ გასვლა. ეს მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის საქმე არ არის, აქ საელჩოები თავის როლს უნდა თამაშობდნენ, დარგობრივი ასოციაციები და ორგანიზაციებიც... და ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეეხიდოს. რასაც ჰქვია პირდაპირი მარკეტინგი, ამას ტურიზმის ასოციაცია საკმარისად კარგად აკეთებს, სახელმწიფო ფინანსებიც აქვს და შედეგიც არის. უბრალოდ ის არ არის ერთადერთი ვინც ეს უნდა გააკეთოს“, - ამბობს ვანო ვაშაყმაძე.

ტურიზმის ექსპერტი განმარტავს, რომ  ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენამ ქვეყანას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა და ამის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს.

„საქართველო კოვიდპანდემიის შემდეგ ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე  ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყანა იყო და მთავარი პოსტერი შხარას მთა და ლამარიას ტაძარი იყო. ამაზე მეტი რეკლამა რა გვინდა?! რამდენად მოხდა ამ რეკლამის მატერიალიზაცია - ეს კიდევ საკითხავია, რადგან შეიძლებოდა უკეთესი მზადყოფნით ვყოფილიყავით...

ჩვენ რთულ დროს ვცდილობთ ამას. უკრაინაში ომი კატასტროფული მოვლენაა, მაგრამ ტურიზმის ბიზნესისთვისაც ძლიერი დარტყმაა. ჩვენ პანდემიის აღდგენის ზრდის ტრენდით არ ჩამოვრჩებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას და ბევრსაც ვასწრებთ, მაგრამ ვერ ვუსწრებთ დასავლეთ ევროპელების მოზიდვის თვალსაზრისით... აღმოსავლეთზე აღარ ვსაუბრობ, ამ მხრივ ჩავარდნა 30% და მეტია. ჩვენ მიერ ამ ბაზრების დაინტერესება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოების განწყობა უფრო ადექვატურია, ომის ფაქტით იბლოკება. სამაგიეროდ, არაბული სამყარო შემოდის უფრო ინტენსიურად. იმედი მაქვს, ისრაელის ომის დასრულდება მალე და ამ ბაზარსაც არ დავკარგავთ, მაგრამ ეს გარე ფაქტორები გარკვეულ გავლენას ახდენს“, - აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები