ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.23%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 20.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 12.4 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 1,012 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბანკის აქციების მატება 38%-ია. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 417,560 აქცია იყო.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში უცვლელია, შედეგად, ბანკის ერთი აქცია კვლავ 17.36 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 957.51 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 17%-ით გაიზარდაა. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 189,409 აქცია იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 0.29% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 1 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 321.55 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციის ფასი 8%-ით გაიზარდა. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 362,668 აქცია იყო.
წყარო - Galt & Taggart




























