ირანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ ჩაკეტა, რომლის გავლით დღეში საშუალოდ 13 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდება, რაც მსოფლიო საზღვაო ნავთობვაჭრობის დაახლოებით 31%-ს შეადგენს.
სრუტის ჩაკეტვის მიუხედავად, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი საშუალოდ 1%-ით დაეცა და ის დაახლოებით 67 დოლარს შეადგენს. ბაზრის ეს საპირისპირო რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერები არა ბლოკადის გახანგრძლივებას არამედ ჟენევაში აშშ-ირანს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ელიან.
ნავთობთან ერთად, 3%-ით დაეცა გაზის ფასი, ხოლო აშშ-ში ბუნებრივი აირი 6%-ით გაიაფდა.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ ბაზარი სპეკულაციური მოლოდინის ფაზაშია.




























