მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.44%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 34.30  გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.68 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 40.86%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.01%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 27.50  გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 22.77%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0%-ით შეიცვალა, შედეგად ერთი აქციის ფასი კვლავ  9.50

გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 442  მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 24%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები