მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ომის დაწყებიდან დღემდე?

ვაჭრობა უკრაინასთან

უკრაინა–რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის განახევრდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 398 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ომამდელ, 2021 წლის მაჩვენებელთან ($759.2 მლნ) შედარებით 47.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ამავე დროს, 2024 წელთან ($354.2 მლნ) შედარებით, 2025 წელს სავაჭრო ბრუნვა 12.3%-ით გაიზარდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ომის პირველ წელს (2022) ბრუნვა მკვეთრად შემცირდა, კლების ტენდენცია გაგრძელდა 2023-2024 წლებში, ხოლო 2025-ში მცირე აღდგენა დაფიქსირდა, თუმცა ომამდელ ნიშნულამდე ვაჭრობა ჯერ კიდევ შორსაა.

ბოლო ხუთი წლის დინამიკა ასეთია:

  • 2021 წელი – $759.2 მლნ;
  • 2022 წელი – $518.6 მლნ;
  • 2023 წელი – $360.8 მლნ;
  • 2024 წელი – $354.2 მლნ;
  • 2025 წელი – $398 მლნ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სავაჭრო სტრუქტურას, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი – 1.39 მლნ დოლარი (253 ტონა).

2026 წლის იანვარში უკრაინაში იმპორტირებული TOP 10 პროდუქტი:

# პროდუქტი ღირებულება მოცულობა
1 შოკოლადი $1.39 მლნ 253 ტონა
2 ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის (ახალი, გაცივებული ან გაყინული) $1.36 მლნ 763 ტონა
3 პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული $1.24 მლნ 404 ტონა
4 კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას $935 ათასი 2 428 ტონა
5 ზეთი მზესუმზირასა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები $832 ათასი 504 ტონა
6 რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით $616 ათასი 255 ტონა
7 საცობები, ხუფები და სახურავები $544 ათასი 49 ტონა
8 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $538 ათასი 283 ტონა
9 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული $444 ათასი 87 ტონა
10 რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ან მოძრავი შემადგენლობის ნაწილები $407 ათასი 50 ტონა

2026 წლის იანვარში უკრაინაში ექსპორტირებული TOP 10 პროდუქტი:

# პროდუქტი ღირებულება მოცულობა
1 სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი $5.1 მლნ 16 300 ტონა
2 მინერალური და მტკნარი წყლები $1.6 მლნ 2 109 ტონა
3 სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები $1.3 მლნ 70 კგ
4 ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული $1.1 მლნ 421 ტონა
5 ეთილის სპირტი არადენატურირებული (80 მოც.%-ზე ნაკლები), სპირტიანი სასმელები $1 მლნ 379 ტონა
6 მსუბუქი ავტომობილები $509 ათასი
7 ღვინოები $379 ათასი 134 ტონა
8 წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით $231 ათასი 184 ტონა
9 სანელებლები $98 ათასი 17 ტონა
10 თევზი გაყინული $95 ათასი 119 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები