მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაიზარდოს საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები? - გიორგი პაპავას მოსაზრება

63becfe7129f0
ანუკა ჯოხაძე
12.01.23 18:45
833
საპენსიო სააგენტომ ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით ფონდის ამჟამინდელი ზომა 2,9 მილიარდი ლარია. სქემაში კი ამ დრომდე ჩართულია მილიონ 185 ათასი სუბიექტი. მხოლოდ დეკემბერში, წმინდა ნომინალურმა ამონაგებმა 0.68% შეადგინა, ინფლაციის გათვალისწინებით კი რეალური ამონაგები 0.95% იყო. რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს. ამ შემთხვევაში წმინდა ნომინალური ამონაგები 7.34% იყო, თუმცა 9.85%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით საინვესტიციო პორტფელის რეალური ამონაგები უარყოფითია და ის მინუს 2.28%-ია.

როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ინფლაციური წნეხი უარყოფითი რეალური ამონაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა თვლის, რომ როცა საპენსიო ფონდმა სახსრები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე განათვასა განსხვავებული ინფლაციური მოლოდინები არსებობდა, თუმცა ის არ გამართლდა, რამაც საბოლოო ჯამში უარყოფითი რეალური ამონაგები მოიტანა.

პაპავა მოკლევადიან პერიოდში ამონაგების ზრდისთვის გადასადგამ ნაბიჯებზე ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალანსება გრძელვადიან აქტივებში ინვესტირებით არის შესაძლებელი.

“წამალი მოკლევადიან პერსპექტივაში რთული მოსაფიქრებელია, თუმცა გრძელვადიანადა არის ის რომ აქტივები მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვქონდეს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები, ეს დაგვეხმარება დადებითი ამონაგების მიღწევაში.

უმჯობესია თუ გრძელავადიან პორტფელში, გრძელვადიან აქტივებში განათვასებს იმიტომ რომ ამ დროს ამონაგები უფრო მაღალია. ეს კი აბალანსებს იმას, რომ ინფლაციის რისკები შეიძლება წინასაწარ ვერ განსაზღვრო. თუ ჩვენ სტაბილურად გვექნება კონკრეტული მომენტისათვის ოპრტიმალური კონტრაქტები გამოყენებული, მაშინ გრძელვადიან ეს ინფლაციის მაჩვენებელს დააბალანსებს და გვექნება სტაბილურად დადებითი ამონაგები.”-ამბობს ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები