მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ უვლის გვერდს სანქციებს რუსული "ლუკოილი"? - The Currency

ლუკოილი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ირლანდიურმა მედია The Currency-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რიგით მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ი ევროპულ სანქციებს გვერდს ჩრდილოეთ ირლანდიაში რეგისტრირებული კომპანია Vantru-ს საშუალებით უვლის.

Lukoil-ის შვილობილი კომპანია, Lukoil Capital Designated Activity Company 2021 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი ძირითადი ფუნქცია "ლუკოილისთვის" მილიარდობით დოლარის მოსაზიდად ბონდების გამოშვება იყო, რითაც კომპანიამ $2.3 მილიარდი მიიღო.

გამოცემის თანახმად, ქვეკომპანია Lukoil Capital-ის დირექტორები ჩრდილოეთ ირლანდიაში რეგისტრირებული კორპორაციული სერვისების ფირმა Vantru-სთან არიან დაკავშირებულები. თავის მხრივ, Vantru-ზე ევროკავშირის სანქციების ქვეშ არ ხვდება, რადგან ევროკავშირს "ლუკოილის" ოპერაციები ფორმალურად არ აუკრძალავს, როგორც ეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გააკეთეს. შესაბამისად, საერთაშორისო იზოლაციის მიუხედავად, ევროკავშირი ნავთობკომპანიას დასავლურ ბირჟებზე წვდომის უფლებას მაინც აძლევს.

The Currency-სთან ინტერვიუში Vantru-ს დამფუძნებელმა რუსეთთან დალინკულ და ირლანდიაში რეგისტრირებულ კომპანიებთან თანამშრომლობს. მანვე აღნიშნა, რომ დასავლელი ინვესტორებისთვის ამონაგების რუსული კომპანიებიდან მიღება სრულიად ლეგალურია, რადგან მსგავსი გარიგებები აკრძალული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები