მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური ზრდაა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში

აზერბაიჯანი ბაქო

როგორი ეკონომიკური ზრდაა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკების სტატისტიკები:

სომხეთი:

სომხეთის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა 198%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, რამაც იანვარში 1.84 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანი:

აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნულ კომიტეტს სომხეთისგან განსხვავებით აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ 4 თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამჟამად არასანავთობო სექტორია, რომელშიც ზრდა 7.7%-ს შეადგენდა.

მთლიანობაში 2024 წლის პირველ ოთხ თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზომამ 38.2 მილიარდი მანათი შეადგინა.

თურქეთი:

თურქეთი ეკონომიკური ზრდის შედეგებს ყოველთვიურ ჭრილში არ აქვეყნებს, თურქეთის სტატისტიკის სამსახური ზრდას ითვლის კვარტალურ ჭრილში, შესაბამისად ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ გასული წლის მეოთხე კვარტალის შედეგი, რაც 4.5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ასახავდა.

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2024 წლის მარტში თურქეთმა უცხოეთში 22.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით 4.1%-ით ნაკლები იყო, ხოლო იმპორტმა 29.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ით ნაკლები იყო.

ამასთან, თურქეთში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ნარჩუნდება, რამაც 2024 წლის აპრილში 69.8% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები