სწრაფი კვების გიგანტმა, McDonald’s-მა 2025 წლის მეოთხე კვარტლის და მთლიანი წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.
ფინანსური მონაცემების მიხედვით, კვარტალურმა შემოსავალმა 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 10%-იანი ზრდაა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) 3.12 დოლარი შეადგინა, რაც მოლოდინზე 2.2%-ით მეტია. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ეს მაჩვენებელი IV კვარტალში $2.2 მილიარდს შეადგენს, რაც 7%-ით არის გაზრდილი.
გლობალურად, McDonald’s-ის სისტემურმა გაყიდვებმა 2025 წელს თითქმის 140 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე დააფიქსირა რეკორდული აქტივობა ციფრულ პლატფორმებზე, კერძოდ, ლოიალობის პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობამ 210 მილიონს გადააჭარბა.
ამ წარმატების ფონზე, კომპანია 2026 წელს რესტორნების ქსელის კიდევ უფრო აგრესიულ გაფართოებას გეგმავს და მიზნად 2,600 ახალი ობიექტის გახსნას ისახავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, კრის კემპჩინსკის განცხადებით, ბაზრის წილის გაფართოებაში გადამწყვეტი როლი McValue პროგრამამ ითამაშა.




























