მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი გავლენა ექნება ირანის ომს გლობალურ ეკონომიკაზე? – IMF-ის შეფასება

imf

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალურ ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენის შესახებ საგანგაშო პროგნოზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, რეგიონული დაპირისპირება მსოფლიო ბაზარზე სამომხმარებლო ფასების მატებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას გამოიწვევს.

ეკონომისტები აღნიშნულ პროცესს ასიმეტრიულ შოკს უწოდებენ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაზე განსხვავებული სიმძიმით აისახება. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები და ენერგოდამოკიდებული სახელმწიფოები აღმოჩნდებიან.

სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, სასუქებისა და სურსათის გაძვირება ღარიბ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისის რისკებს ზრდის. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი, მაღალი ინფლაციის გამო, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდას დაიწყებენ.

ირანის ომის გაჭიანურების შემთხვევაში, IMF-ის ანალიტიკოსები ნავთობისა და გაზის ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდასა და გლობალური ეკონომიკური აქტივობის კლებას პროგნოზირებენ. ამის ფონზე, ფონდი მთავრობებს ფისკალური ბუფერების შექმნისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები