მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო UPS-სთვის 2023 წელი და რა მოლოდინებია 2024-ში? - დირექტორის პასუხი

ups

გასულ 2023 წელს “საქმიანი დილას” ეთერში საქართველოში UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქოპილაშვილი აჯამებს და აღნიშნავს, რომ კომპანიამ ზრდა ყველა მიმართულებით დააფიქსირა.

“გასული წელი გლობალურად გამძლეობის, თუმცა წარმატებული წელი იყო. კომპანიაში ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია: ვახორციელებთ მოგების რეინვესტირებას, რაც ხარისხს უზრუნველყოფს, რისთვისაც ორი კომპონენტია პრიორიტეტული - ხარისხს ჩვენთვის ღირებული თანამშრომლები ქმნიან და მნიშვნელოვანია მათი კმაყოფილება და მათთვის სასიამოვნო სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა - ეს მომხმარებლის კმაყოფილებასაც გამოიწვევს”, - ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.

მისი შეფასებით, 2023 წელს საერთაშორისო გადაზიდვებზე ფასები 6%-ით გაიზარდა, საფასო პოლიტიკას კი UPS-ი საერთაშორისოდ თავად ადგენს და ეს ქართულ წარმომადგენლობაზე არაა დამოკიდებული.

“საერთაშორისო გადაზიდვას რაც შეეხება, ტარიფებს ჩვენ არ განვსაზღვრავთ, UPS-ი მათ გლობალური ინფლაციის გათვალისწინებით ადგენს და შესაბამისად, ყოველწლიურად ან უცვლელი რჩება ისინი, ან მცირედით იზრდება. წელსაც, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა საერთაშორისო გადაზიდვის ფასები UPS-ის მიერ. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელზე გაზრდილი ტარიფები მინიმალურად აისახოს.

პანდემიის პერიოდში მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ფასები და ვეცადეთ, ბიზნესზე ყოფილიყო მორგებული, რათა მათ მეტი ზიანი არ მიეღოთ, თუმცა ამჟამად ხარჯები ყველა მხრივ გაზრდილია და ალბათ მოგვიწევს ფასების კორექტირება”, - ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.

მისი განმარტებით, ამანათების გადაზიდვის ხარჯებს ორი მთავარი კომპონენტი - საწვავის ფასი და გლობალური ინფლაცია ზრდის.

რაც შეეხება 2024-ის მოლოდინებს, UPS საქართველო-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთსა და წითელ ზღვაში არსებული კონფლიქტური მდგომარეობა ამანათების გადაზიდვაზე, თუმცა შესაძლოა, ამან ტარიფების ზრდა გამოიწვიოს.

“წითელ ზღვაში არსებულ მდგომარეობას ჩვენს შემთხვევაში დიდი გავლენა არ ჰქონია, რადგან საქართველოში UPS-ს ორი ძირითადი მომსახურება აქვს - მცირე ზომისა და მძიმე ამანათების გადაზიდვა და მძიმე ამანათებს ძალიან მცირე წილი უჭირავს. თუმცა თუ ეს პროცესი გაგრძელდა, აუცილებლად ექნება გავლენა: მარშრუტების ცვლილება აწყობილი სისტემისა და საბაჟო პროცედურების მოშლას ნიშნავს. თუ ალტერნატიულ მარშრუტებზე გადავერთვებით, შესაძლოა ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფასების ზრდაზე ან გადაზიდვების შეფერხებაზე”, - ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები