მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ბიზნესგარემო საქართველოში? - არჩილ გაჩეჩილაძის პასუხი

BOG
სტატიაში საუბარია:

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, "საქართველოში პოტენციური ინვესტორებისათვის საკმაოდ ცოცხალი გარემოა”. ამის შესახებ მან “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” პანელური დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ერთ-ერთი სპიკერი თავად იყო.

საქართველოს ბიზნესგარემოს შეფასებისას მან აღნიშნა, რომ "საქართველოს ბანკის" წარმატებაც ერთგვარი დემონსტრაციაა იმისა, რომ საქართველო რამდენიმე ათწლეულია, სტაბილურად ვითარდება.

“საქართველოს ბანკს” ადრე ბაზრის 10% ეჭირა, ახლა კი, დაახლოებით, 40%-ია ჩვენი წილი. დავიწყეთ შედარებით მცირე, $30-მილიონიანი კაპიტალით და ახლა"საქართველოს ბანკის" საბაზრო ღირებულება $2 მილიარდამდეა. ვფიქრობ, მხოლოდ ეს წარმატებაც კი მიუთითებს იმ პრობიზნესურ გარემოზე, რომელიც საქართველოს ორ ათწლეულზე მეტია აქვს და ეს ამ დროის განმავლობაში გატარებული მრავალი რეფორმის შედეგია”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

მისივე შეფასებით, რეფორმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რაც ქართული ლარის 28-წლიან სტაბილურობაში გამოიხატება.

“ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა სექტორულ ინიციატივაზე, თუმცა მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყველაზე მთავარია, რაც საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს და სახეზეა ფისკალური დისციპლინაც. სწორედ ამ ფაქტორების გამო შემოდიან ინვესტორები საქართველოში, მათ შორის ელექტროენერგიის სექტორში, რომელიც გამოცოცხლების გზაზეა. ამდენად, ვიტყოდი, რომ საქართველოში პოტენციური ინვესტორებისათვის საკმაოდ ცოცხალი გარემოა”, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები