მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ელექტრომობილების სადგურების გეოგრაფია? - ტენდენციები

ი-სფეისი

E-space-ს გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ელექტრომობილების დამუხტვის ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 60-70 დამტენია დამონტაჟებული, ხოლო 10 სწრაფი დამტენი.

კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, კომპანიებისთვის დამტენების მონტაჟი ძალიან ძვირია ინვესტიციაა, რომლის ამოღების პროცესიც ხანგრძლივია, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს სექტორის წახალისებისთვის არაფერი გაუკეთებია.

„მზარდია როგორც ელექტრო მანქანების რაოდენობა, ისე დამტენების რაოდენობაც. ვერ ვიტყვი, რომ თანაზომიერად, მაგრამ ინტერესი ჩნდება, ახალი კომპანიებიც იქმნება და იმედი მაქვს, რომ გეოგრაფია, რომელიც თბილისშია ლოკალიზებული, დედაქალაქს გაცდება. როდესაც წახალისებას ვახსენებთ, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი წახალისება ყოფილა. ერთი წელია დაერთების საფასურის განახევრების პროგრამა მუშაობს, მაგრამ ეს არის თავიდან საინსტალაციო ხარჯები. შემდეგ ტარიფები კომპანიებისთვის უფრო ძვირია, შესაბამისად, ამოღების პერიოდი ძალიან იზრდება, რადგან ტექნოლოგიაც ძალიან ძვირია.

დამტენების დამონტაჟების კუთხით, საცხოვრებელ კომპლექსებში მოთხოვნამ ძალიან წამოიწია წინ. თუმცა, როდესაც ერთი დამტენი მწყობრიდან გამოდის, ადგილზე სიგიჟე ხდება, რადგან იმ ერთ დამტენზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული. ეს ერთი დამტენი უნდა გახდეს 10 ალბათ, რომ საკმარისი იყოს და ეს ადამიანები არ იყვნენ ამ ერთ დამტენზე დამოკიდებული.

წინ წამოიწია ჰორეკა სექტორმაც. პროექტირებისას, როდესაც ადგილზე ერთი დამტენი უნდა დამონტაჟდეს, გაყვანილობას აკეთებენ ხუთი დამტენისთვის, რომ სამომავლოდ უფრო ნაკლები ხარჯი იყოს. დაახლოებით 60 კვტ-იანი დამტენის პარამეტრით, 20-დან 30 წუთამდე რომ ავიღოთ, 15-დან 20 ლარამდე ღირს. კურსით თუ ვიმსჯელებთ, ნორვეგიასთან ახლოს ვართ“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კომპანიისთვის საშეღავათო ტარიფები იქნება, სულ მცირე 1 წლის განმავლობაში, ეს სექტორს წაახალისებს და პროექტი ბევრისთვის უფრო საინტერესო გახდება.

"ჩვენი პრობლემა არის ძირითადად მაღალსართულიან შენობებთან. შესაბამისად, ყველას არ აქვს გარაჟი, რომ საკუთარი სატენით ისარგებლოს შესაბამისად, საზოგადოებრივი დამტენით სარგებლობა უწევს.

ტემპი, რომელიც აკრეფილი გვაქვს. ელექტრომობილების რაოდენობა ქვეყანაში გაიზარდა. თვეში დაახლოებით 100 ელექტრო მანქანა შემოდის. ამასთან, გაიზარდა მანქანების ღირებულებაც. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა თუ არ დაეწია, სადღაც ეს სიტუაცია გაიჭედება. ბარიერია, რადგან ადამიანი მანქანას ყიდულობს, რომელსაც ვერ ტენი ან რიგში დგახარ ბუნებრივია, რომ ბარიერია. ახალ მანქანას 50 კვტ. არ ჰყოფნის, საჭიროა 100-150 კვტ. სიმძლავრე, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენთან უნდა გამოჩნდეს რამე წამახალისებელი პროგრამა ან საშეღავათო ტარიფები. სულ მცირე 1 წლიანი საშეღავათო ტარიფების პროგრამა რომც იყოს, პროექტი უკვე საინტერესო იქნება“,- განაცხადა დავით იოსავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები