ადგილობრივი მედიის მაღალი ინტერესის გამო, კომპანია "პარვუსმა", რომელიც გურიის რეგიონში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში ახორციელებს ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობის პროექტებს ტრენინგი გამართა თემაზე „განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მნიშვნელობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“.
ტრენინგი განახლებადი ენერგიების ათვისების როლსა და მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. კამპანია „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“ მეორე წელია მიმდინარეობს, ტრენინგები, სემინარები, კონკურსები და სხვადასხვა აქტივობა უკვე ჩატარდა გურიის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის.
ტრენინგი გაიმართა შემდეგ თემებზე:
- ენერგეტიკის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აწმყო და მომავალი;
- განახლებადი ენერგეტიკული რესურსები: გზა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ";
- განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებისას გარემოზე ზემოქმედება და შემარბილებელი ღონისძიებები, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის რეგულაციები;
- „პარვუს ჯგუფი“ - განახლებად ენერგიებზე მომუშავე ქართული კომპანია
- მისია, გამოცდილება, განხორციელებული პროექტები;
„პარვუს ჯგუფი“ 5 წელია ორიენტირებულია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, ქარის მზის და დამაგროვებელი სისტემების დანერგვაზე რაც წარმოადგენს ახალ ეტაპს საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ათვისების კუთხით. კომპანიის საკონსულტაციო ჯგუფი მუშაობს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არსებული სასისტემო, ენერგოეფექტური და ახალი ტექნოლოგიური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებების და მიდგომების შემუშავებაზე.
კომპანიის მიერ ქვეყანაში აშენებული და ექსპლუატაციაში შესული ჰესების ჩამონათვალი შემდეგია:
"კორშა 1 ჰესი": სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.1 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,2 მლნ ევრო.
"როშკა ჰესი": სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.078 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,25 მლნ ევრო
"ტოლოში ჰესი": სიმძლავრე: 1,5 მგვტ; გამომუშავება: 10,57 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,95 მლნ ევრო;
"ტოლოში 1 ჰესი": სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.943 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,5 მლნ ევრო.