საპროგნოზო ბაზრების მონაწილეები ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უახლოეს კვირებში აღდგენის პერსპექტივას სკეპტიკურად აფასებენ.
მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამ საფონდო ბირჟებზე ოპტიმიზმი გააჩინა. პლატფორმა Kalshi-ს მონაცემებით, ალბათობა იმისა, რომ სრუტეში ტანკერების მოძრაობა 15 აპრილამდე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, 25%-ზე ნაკლებია. სიტუაციის შედარებით გამოსწორებას ისინი მხოლოდ პირველი ივნისისთვის ელიან. ამ შემთხვევაში ალბათობა 67%-მდე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორების ეს სკეპტიციზმი მკვეთრად ეწინააღმდეგება საფონდო ინდექსების ბოლოდროინდელ ზრდას, რაც პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა გამოიწვია. ტრამპმა აღნიშნა, რომ სრუტე შესაძლოა „ძალიან მალე“ გაიხსნას, როგორც ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. თუმცა, საპროგნოზო ბაზრები IMF PortWatch-ის მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ არსებულ რთულ ვითარებაში ნაოსნობის ნორმალიზება და დღეში 60-ზე მეტი გემის გატარება არარეალისტურია.




























