მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია კორონავირუსის გავლენა იმპორტიორ კომპანია NOVA-ზე

5e675e119cb38
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.20 22:00
1527
2019 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანია NOVA-მ ჩინეთიდან 13 მლნ დოლარის ღირებულების საქონელის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, NOVA-ს იმპორტირებული პროდუქციის 45% ჩინურ პროდუქციას წარმოადგენს.

“2019 წელს ჩინეთიდან შემოსული საქონლის ღირებულება 13 მილიონ დოლარს აჭარბებდა; ჩინეთიდან ხორციელდება კერამიკული ნაწარმის, ლამინირებული იატაკის, აბაზანის ავეჯის, შიდა და გარე კარების, სასახურავე ნედლეულის, ხელსაწყოების, აბაზანის აქსესუარების იმპორტი. NOVA-ს იმპორტირებული პროდუქციის 45%-ს ჩინური საქონელი წარმოადგენს“, - ამბობენ კომპანიაში.

როგორც NOVA-ში განმარტავენ, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მომწოდებლები გარკვეული პერიოდი შეკვეთებს არ იღებდნენ, თუმცა ეს კომპანიისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

„მომწოდებლები გარკვეული პერიოდი შეკვეთებს ვერ იღებდნენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური პროდუქციის მარაგები გვაქვს გათვლილი მინიმუმ 4 თვეზე, ამ ეტაპზე მარაგების დეფიციტს არ განვიცდიდით.
ამ დროისთვის შეკვეთების მიღებაც დაწყებულია“, - განმარტავენ NOVA-ში.