მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ქათმის ხორცის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

ქათამი

საქართველოში ქათმის ხორცის იმპორტი 12.5%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ირკვევა, წელს, 10 თვეში საქართველომ 84,7 მლნ დოლარის ღირებულების 55,999 ტონა გაყინული ქათამი იყიდა. მაშინ როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 76,1 მლნ დოლარის 49,771 ტონა გაყინული ქათამი იყო შესყიდული.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გაყინული ქათამი 25 ქვეყნიდან შემოდის, თუმცა მთავარი იმპორტიორი ჩინეთია. წელს, 10 თვეში, ქვეყანაში ჩინეთიდან 22,8 მლნ დოლარის ღირებულების 12,147 ტონა ქათამი შემოვიდა.

იმპორტიორი ბაზრების ხუთეული ასეთია:

  • ჩინეთი - $22,8 მლნ (12,147 ტონა);
  • ბრაზილია - $10,2 მლნ (7,773 ტონა);
  • აშშ - $7,8 მლნ (7,206 ტონა);
  • უკრაინა - $ 10,9 მლნ (6,543 ტონა);
  • თურქეთი - $7,9 მლნ (4,448 ტონა).

რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში მცირე, 3%-იანი ზრდაა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ წელს, 10 თვეში გაყინული ქათმის ექსპორტიდან 16,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და 10,101 ტონა გაყიდა. ხოლო გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში საქართველოს 15,6 მლნ დოლარის ღირებულების 9,806 ტონა გაყინული ქათამი ჰქონდა გაყიდული.

მთავარი საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის სომხეთია, სადაც ქვეყანამ 6 მლნ დოლარის ღირებულების 3,595 ტონა გაყინული ქათამი გაყიდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაში, საქართველოს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაჭრობა -39.2%-ით შეუმცირდა. 2023 წელს, 10 თვეში ქვეყანას 8,9 მლნ დოლარის ღირებულების 5,922 ტონა გაყინული ქათამი ჰქონდა გაყიდული.

მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:

  • სომხეთი - $ 6 მლნ (3,595 ტონა)
  • თურქმენეთი - $ 5.3 მლნ (3,448 ტონა)
  • აზერბაიჯანი - $3,7 მლნ (2,099 ტონა)
  • უზბეკეთი - $ 901 ათასი (637 ტონა)
  • ყაზახეთი - $ 571 ათასი (301 ტონა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები