2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22.1 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა 2024 წლის II კვარტალში ასეთია:
- ვაჭრობა - 15%;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.8%;
- დამმუშავებელი მრეწველობა - 9.1%;
- მშენებლობა - 8.4%;
- სახელმწიფო მმართველობა - 7.4%;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 7.2%;
- განათლება - 6%;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.9%.
2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7%), განათლება (21.3%), დამმუშავებელი მრეწველობა (11%), მშენებლობა (13%), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული
ჰაერის მიწოდება (-6.3%), სხვა სახის მომსახურება (-1.4%).