გლობალური კრიპტობირჟების ზრდაში გადამწყვეტ როლს ისევ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული პლატფორმები ასრულებენ, რომლებიც ადამიანებს ციფრული აქტივებით ვაჭრობის საშუალებას აძლევენ სწრაფად, მარტივად და ზოგჯერ რეგულაციების ფარგლებს გარეთაც.
მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟები უკვე იმდენად დიდ ფინანსურ ინსტიტუტებად იქცნენ, რომ კრიპტოაქტივებით ვაჭრობის უდიდესი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.
მაშ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟების რეიტინგი დღეს? - ამ ინფორმაციას CoinMarketCap-ის შეფასებაზე დაყრდნობით გთავაზობთ:
#1 – Binance
ტრადიციულად, Binance-ი რეიტინგში ისევ პირველ ადგილზეა და ინარჩუნებს გლობალურ ლიდერობას. ჩანგპენგ ჟაოს მიერ 2017 წელს დაფუძნებული ბირჟა ყველაზე დიდი მოცულობის პლატფორმაა როგორც სპოტ, ისე დერივატიული ვაჭრობის სექტორიში. დღეში Binance-ზე საშუალოდ $70–$75 მილიარდის ტრანზაქციები სრულდება. ბირჟაზე 600-ზე მეტი კრიპტოვალუტა და ტოკენი არის დალისტული. ამასთან, ის ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტოკომპანიაა, რომელიც ჯერაც კერძო საკუთრებაში რჩება, ამიტომ მისი კაპიტალიზაცია უცნობია.
#2 – Coinbase
რეიტინში მეორე ადგილს ამჟამადაც Coinbase-ი ინარჩუნებს, თუმცა მას უფრო და უფრო აწვება კონკურენცია აზიური ბირჟებიდან, მაგრამ ის ისევ რჩება უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე დალისტულ და სრულად რეგულირებულ ერთადერთ კრიპტობირჟად. Coinbase-ი დღეში საშუალოდ $3–4 მილიარდის სპოტ-ტრანზაქციებს ასრულებს. ბირჟაზე ამჟამად წარმოდგენილია დაახლოებით 300-მდე აქტივი, მისი საბაზრო შეფასება კი 91 მილიარდ დოლარს აღწევს.
#3 – OKX
OKX-ს ბოლო წლებში კოლოსალური ზრდა ჰქონდა. ბირჟაზე დღეში საშუალოდ $20–25 მილიარდის ვაჭრობა ფიქსირდება, თუმცა მას უმეტესად ტრეიდერები იყენებენ, ანუ ტრანზაქციების უმეტესობა ლოკალური და მიცრე ზომისაა. იქ დალისტულია დაახლოებით 400-მდე ტოკენი და ხელმისაწვდომია პროფესიონალური ტრეიდინგ ფუნქციონალი. სხვა ბირჟების მსგავსაც, ისიც კერძო საკუთრებაში იმყოფება.
#4 – Bybit
Bybit-ი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მოთამაშეა, რომელმაც სწრაფად გაზარდა ბაზრის წილი და ტრეიდერების მოწონება დაიმსახურა. Bybit-ი დღეში დაახლოებით $25 მილიარდის ტრანზაქციებს ასრულებს და მას უმეტესად სავაჭროდ იყენებენ და არც საინვესტიციოდ. პლატფორმაზე ამჟამად 600 ტოკენია დალისტული და ისიც კერძო კომპანიად რჩება.
#5 – Upbit
სამხრეთ კორეის უდიდესი კრიპტობირჟა - Upbit-ი კვლავ რჩება საუკეთესო ბირჟების ხუთეულში. ის დღეში საშუალოდ $1–1.5 მილიარდის სპოტ-ტრანზაქციებს ასრულებს. პლატფორმაზე წარმოდგენილია 200-ზე მეტი კრიპტოაქტივი, თუმცა მათი რაოდენობა იზრდება. Upbit-ის ბიზნესი სრულად კონცენტრირებულია აზიის ბაზარზე, რაც მას ზრდის დიდი პოტენციალს აძლევს.




























