მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში და რაში უსწრებს/ჩამორჩება ის უკრაინას და მოლდოვას - PMCG-ის კვლევა

PMC Research

PMCG-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს და ევროკავშირის კანდიდატების, მოლდოვასა და უკრაინის შედეგების შესახებ.

PMCG-ის კვლევა მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას საქართველოში დემოკრატიის, კორუფციის, სოციალური, ეკონომიკური და სახელმწიფო მმართველობითი მიმართულებებით. აღნიშნულ რეიტინგებსა და ინდიკატორებში უმეტესწილად საქართველოს პოზიცია ჩამორჩება EU-ს ქვეყნების შედეგებს, თუმცა უსწრებს მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებს, მათ შორისაა მთავრობის ეფექტიანობის შეფასება, რაც მსოფლიო ბანკის მმართველობითი ინდიკატორების თანახმად, საქართველოსთვის 100-დან 72.1 ქულას შეადგენს, მაშინ როდესაც მოლდოვას 40.6 ქულა, ხოლო უკრაინას 33 ქულა აქვს. ხოლო EU-ს საშუალო 79-ია.

ამავე ინდექსში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით საქართველოს 100-დან 72.2 ქულა აქვს, მოლდოვას შეფასებაა 42.9 ქულა, ხოლო უკრაინის 29.2 ქულა.

Heritage Foundation-ის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 100-დან 68.4 ქულა აქვს, შედარებისთვის მოლდოვას პოზიცია 57.1 ქულაა, ხოლო უკრაინის რაც ბოლოს 2022 წლის შეფასებას ასახავს ეს მაჩვენებელი 54.1 ქულაა.

2023 წლის დემოკრატიის ინდექსში კი უკვე განსხვავებული ვითარება ჩანს, რაც ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება. ინდექსში საქართველოს 10-დან 5.2 ქულა აქვს მინიჭებული, მაშინ როდესაც მოლდოვაში ის 6.2 ქულაა, ხოლო უკრაინაში 5.1 ქულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები