როგორც ჩანს, ივლის-აგვისტო იმდენად კარგი იყო, რომ BAG-ის ინდექსის ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, BAG-ის ინდექსი რეაგირებს იმაზე, თუ როგორია საკუთარ პროდუქტზე მოთხოვნა.
„როგორც ჩანს, ივლის-აგვისტო იმდენად კარგი იყო, რომ ინდექსის ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ბიზნესის მდგომარეობა ახლა, ამწუთას, საკმაოდ ოპტიმისტურია. ამ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მათი განწყობები პოზიტიურია. ძირითადი მოლოდინები აბსოლუტურად კორელაციაშია იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, რაც გვაქვს, როცა არის 10%-იანი ზრდა ბიზნესის ფინანსური ნაკადები იზრდება, ბიზნესი შესაბამისად ფართოვდება, მას აქვს ოპტიმისტური განწყობა იმისათვის, რომ გაფართოვდეს და შექმნას ახალი წარმოებები. ახალი საწარმოსთვის უკვე საჭიროა კვალიფიციური კადრები, რისი სერიოზული დეფიციტია“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ.