მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ჩანს, რუსეთმა "ოცნებას" ნებართვა მისცა, ანაკლიის პორტის მშენებლობა მათთვის სასურველი ინვესტორის მიერ დაწყებულიყო - ბადრი ჯაფარიძე

ლელო

როგორც ჩანს, რუსეთმა "ოცნებას" ნებართვა მისცა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულიყო, ოღონდ, მათთვის სასურველი ინვესტორის მიერ - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე წერს.

"დღეს საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ის, რაც უკვე ნათელი იყო, როცა ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეაჩერეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ შეჩერების მიზანი იყო დასავლური, ამერიკული ინვესტიციების განდევნა ჩვენი ქვეყნიდან.

მაშ შემდეგ, რაც რუსეთში ღრმაწყლოვანი პორტები ვეღარ ფუნქციონიერებენ, იმის გამო, რომ ისინი სამართლიან, საპასუხო თავდასხმას იღებენ უკრაინის მხრიდან, როგორც ჩანს, ამ ფონზე რუსეთმა გადაწყვიტა ნებართვა მიეცა "ქართული ოცნებისთვის," რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულიყო, ოღონდ, მათთვის სასურველი ინვესტორის მიერ.

ხაზგასასმელია ის გარემოება,რომ ის, რაც გააჩერა და მოკლა საქართველოს მმართველმა ძალამ, ის გულისხმობდა ბიუჯეტიდან მინიმალურ ჩართულობას იმასთან შედარებით, რა ვალდებულებასაც დღეს იღებს საქართველოს მთავრობა,როცა ამბობს, რომ პორტის 51% დააფინანსებს საქართველოს ბიუჯეტიდან.

კვლავ სახეზეა მავნებლობა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ მიყენებული დარტყმა და კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის: ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს. ბოლო წლებში არაერთხელ დასმულ კითხვას პასუხი ლევან დავითაშვილმა 99% იანი სიზუსტით გასცა - ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი სავარაუდოდ ჩინური ჰოლდინგი ხდება. სახელმწიფო კონგლომერატ Сhina Communication Construction-ის და China Harbor Investment-ის მონაწილეობის შექმნილი კონსორციუმი ერთადერთი იყო, რომელმაც ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო წინადადება წარადგინა და როგორც დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა თქვა, დიდი შანსია, რომ გამარჯვებულადაც გამოცხადდება. დღეს ლევან დავითაშვილმა განმარტა, რატომ გამოეთიშა პროცესს მეორე მონაწილე ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანია, თუმცა მედიასთან თავად მას არ უთქვამს, რომ ანაკლიის პორტის სავარაუდო ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. ვინ აშენებს ანაკლიას და რა როლის აქვს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ღრმაწყლოვან პორტში ჩინურ ტვირთებსა და ინტერესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები