მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ქვეყნის ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ პენსიონერებსა, ნუ ვითამაშებთ მათ ემოციებზე - თურნავა

ეროვნული ბანკი
23.02.24 15:28
240
სტატიაში საუბარია:

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პენსიონერები შედარებით მოწყვლადი ფენაა, მოწყვლადი მსესხებელი და ნებისმიერ მსესხებელს სწორი ინფორმირება, მეტი მოფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ განცხადებები გავრცელდა, რომ თითქოს ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლება აქვს და ვალდებულება ბანკს, ეს ნიშნავს სესხის განულებას.

„თუკი ნებსით და უნებლიედ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა და რომელიმე თქვენგანმა ხელი შეუწყვეთ ამის გავრცელებას, გთხოვთ, რომ განმარტება გავაკეთოთ, ეს ისევ და ისევ ჩვენი პენსიონერების ინტერესიდან გამომდინარეა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას“,- განაცხადა თურნავამ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუმარტა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ბანკისა და პენსიონერის ორმხრივ ქმედებას.

„ბანკი ვალდებულია დააბრუნოს გადავადების პროცესში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება განულება სესხის, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები