„ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვიდობაძე BM.GE-სთან კომპანიის მმართველობაში მყოფი მეღვინეობა „როიალ ხვანჭკარას“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს, მეღვინეობის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იწყებენ მუშაობას.
მისი ინფორმაციით, მეღვინეობა „როიალ ხვანჭკარა“ ამბროლაურში პირველი ქარხანა იყო, რომელიც 1949 წელს დაარსდა და კომუნისტურ პერიოდში მოწინავე ქარხანას წარმოადგენდა. აღნიშნული, კომპანია „ქართული ღვინის ჯგუფის“ მმართველობაში 2008 წელს გადავიდა. 2015 წლამდე, კომპანია ღვინომასალას ამზადებდა B2B გაყიდვებისთვის. 2015 წლის შემდეგ კი „როალ ხვანჭკარას“ ბრენდის ქვეშ რეალიზაცია დაიწყო.
როგორც ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, მეღვინეობაში როგორც ნახევრად ტკბილი, ასევე მშრალი ღვინოებიც იწარმოება, კერძოდ ხვანჭკარა, ტვიში, უსახელაური, ცოლიკაურს, ციცქა ცოლიკაური, ალექსანდროულს, როზეს და ა.შ.
„ნედლეულის ძირითად ნაწილს ჩვენი ვენახებიდანვე ვიღებთ. სხვადასხვა სოფლებში 20 ჰა ვენახის ფართობი გვაქვს. ხოლო, ზოგიერთი ჯიშის ყურძენს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ვყიდულობთ. წარმოების დაახლოებით 50%-ს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით ჰორეკა სექტორში, ხოლო დანარჩენს საექსპორტოდ 12 ქვეყანაში. ექსპორტი ძირითადად გაგვაქვს უკრაინაში, გერმანიაში, აშშ-ში, იაპონიასა და ა.შ. ჩვენი ღვინო საერთაშორისო ბაზარზე 8.4 დოლარი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 38 ლარი.
გასულ წელს ძალიან დიდი შრომა გავწიეთ და გვგონია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვების კუთხით დაახლოებით 40%-იანი, ხოლო საქართველოში 20%-იანი ზრდა გვექნება.
წელს, ჩვენს საკუთრებაში არსებული მეღვინეობის ტერიტორიაზე, სარესტორნო ობიექტის გახსნას ვგეგმავთ, რომელშიც დაახლოებით 1,2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. სადაც მომხმარებლებს რაჭულ სამზარეულოს და ავთენტურ გემოებს შესთავაზებს. ობიექტში პირველ ჯერზე 60-70 ადამიანამდე მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე კი, სასტუმროს გახსნაც იგეგმება,“-აცხადებს მშვიდობაძე.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ასევე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასული წელი მოსავლიანობის თვალსაზრისით კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან ცუდი იყო. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე ფასიც კონკურენტულია, რადგან დსთ-ს ქვეყნები პროდუქციას უფრო ნაკლებ ფასად ყიდიან. ამასთან, ვენახებში გამეჩხერიანებაა, რის გამოც კომპანიას ვენახების განახლება.