მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ მილიარდერებს გაეზარდათ ქონება პანდემიის მიუხედავად

5ea94c9e6010a
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 00:00
1967
აშშ-ს ეკონომიკა კორონავირუსის გამო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, მაგრამ მიუხედავად გართულებული ეკონომიკური მდგომარეობისა, ამერიკის უმდიდრესი ადამიანები პანდემიის გავლენას არ განიცდიან, მათი ქონება ისევ იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Foxbusiness-ი ავრცელებს.

Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით, Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფ ბეზოსის ქონება 28 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 146 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ჯეფ ბეზოსის ქონების ასეთი მატება, მისი კომპანიის აქციებზე ფასების ზრდით არის განპირობებული. გუშინდელი მონაცემებით, ბირჟებზე Amazon-ის თითო აქციის ღირებულებამ 2,372 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც კომპანიის აქციების ღირებულება 1,898 აშშ დოლარს უტოლდებოდა 2020 წლის დასაწყისისთვის, შესაბამისად აქციების ფასი თითქმის 25%-ით არის გაზრდილი.

ჯეფ ბეზოსის მსგავსად, ქონება გაეზარდათ Walmart-ის მფლობელებს რობ, ჯიმ და ალის უოლტონებს. მათი ქონების ზრდამ 6.42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქციების ფასი კი დაახლოებით 8 პროცენტით არის გაზრდილი იანვრის შემდეგ და თითო აქციის ღირებულებამ 128 აშშ დოლარი შეადგენს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით, მილიარდერების ნაწილს ქონების შემცირება უფიქსირდებათ. 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯამური ქონება 25 მილიარდი აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებთ.

მნიშვნელოვნად არის შემცირებული Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის ქონება. მან 8.25 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უორენ ბაფეტმა 15.4 მილიარდი აშშ დოლარი და მისმა ქონებამ 73.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 6.75 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები