მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანას აქვს ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო ინდუსტრია? - რეიტინგი

ai

სტარტაპ ეკოსისტემის მსოფლიო რუკაზე, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია ყველაზე მკვეთრი ფერით ამერიკის შეერთებულ შტატებშია აღნიშნული - ამის შესახებ კვლევითი ცენტრი StartupBlank-ის "გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის ინდექსის" 2024 წლის ანგარიშშია საუბარი.

AI სტარტაპების ჰაბების გამოსავლენად კვლევის ავტორებმა 100 ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემა შეაფასა და რეიტინგის შესადგენად სტარტაპების დაფინანსების, მათი ზომის, დასაქმებულთა რაოდენობისა და "უნიკორნების" რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დაეყრდნო.

რეიტინგში პირველი ევროპული ქვეყანა ესტონეთია, რომელსაც ინდექსი 2.8 ქულით აფასებს (მაქსიმალური შეფასება დაკონკრეტებული არ არის, თუმცა შედარებისთვის, პირველადგილოსანი აშშ-ის შეფასება 16.72-ია). ესტონეთი ევროპაში, ერთ სულ მოსახლეზე "უნიკორნი" სტარტაპების რაოდენობით, უპირობო ლიდერია.

AI სტარტაპ ინდუსტრიით, TOP 10 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 16.72
  2. ისრაელი - 7.63
  3. გაერთიანებული სამეფო - 5.21
  4. კანადა - 3.27
  5. სინგაპური - 2.92
  6. ესტონეთი - 2.79
  7. გერმანია - 2.42
  8. ჩინეთი - 2.21
  9. საფრანგეთი - 2.17
  10. შვეიცარია - 1.78

StartupBlink-ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, AI მიმართულებით, 2024 წელს ინვესტიციების კლება შეინიშნება. 2024 წლის 6 თვეში ხელოვნური ინტელექტის სტარტაპების დაფინანსებამ 2023 წლის სრული დაფინანსების მეოთხედი შეადგინა. თუმცა 2023 წელი ამ მხრივ რეკორდული იყო: გასულ წელს ინვესტიციების მოსაძიებლად სტარტაპებმა 5 წარმატებული რაუნდი ჩაატარეს, რამაც ინდუსტრიაში მოზიდული თანხების რაოდენობა $18.5 მილიარდამდე გაზარდა. ინდუსტრიის დაფინანსების ბუსტს ხელი OpenAI-ის საინვესტიციო რაუნდმაც შეუწყო, რომლის ფარგლებშიც ChatGPT-ის შემქმნელმა $10 მილიარდი მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები