ერთჯერადი პლასტმასით გარემოს დაბინძურება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ყოველწლიურად ოკეანეებსა და სანაპიროებზე მილიონობით ტონა პლასტმასა გროვდება, რაც ვნებს ველურ ბუნებასა და ეკოსისტემას.
პლასტმასის დასაშლელად ასობით წელია საჭირო, რაც გრძელვადიან გარემოსდაცვით და ჯანდაცვის რისკებთანაა დაკავშირებული - პლასტმასა მიკროპლასტმასად გადაიქცევა, რომელიც შემდეგ სურსათში ხვდება.
სწორედ ამიტომ, VisualCapitalist-მა, Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით, იმ 20 ქვეყნის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ერთჯერად პლასტმასს მოიხმარენ.
საინტერესოა, რომ რეიტინგში ხვდებიან ქვეყნები მთელი მსოფლიოდან, რაც ცხადყოფს, რომ პლასტმასით დაბინძურება ერთი რომელიმე რეგიონის პრობლემა არ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ TOP-20-ში ხვდებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოებიც, რაც განპირობებულია ერთჯერადი პლასტმასით შეფუთული საკვების მასშტაბურ წარმოებაზე, საჭმლის გამოძახების სერვისების არსებობასა და ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაშიც პლასტმასაა გამოყენებული.
TOP-20 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ პლასტმასს მოიხმარენ - კგ/ერთ სულ მოსახლეზე
- სინგაპური - 76
- ავსტრალია - 59
- ომანი - 56
- ნიდერლანდები - 55
- ბელგია - 55
- ისრაელი - 55
- ჰონკონგი - 55
- შვეიცარია - 53
- აშშ - 53
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 52
- ჩილე - 51
- გაერთიანებული სამეფო - 44
- ჩრდ. კორეა - 44
- ქუვეითი - 40
- ახალი ზელანდია - 39
- ირლანდია - 39
- ფინეთი - 38
- იაპონია - 37
- საფრანგეთი - 36
- სლოვენია - 35