მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები სამოგზაუროდ საახალწლოდ? - Travelfy

639b04d3c81b6
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.22 23:55
1011
2022 წელი კოვიდ-რეგულაციებიდან თავისუფალი წელია, შესაბამისად წელს ტურიზმი და მოგზაურობა გასულ ორ წელთან შედარებით გააქტიურებულია. იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდი ტურისტულად ნაკლებად აქტიურია, საახალწლო პერიოდი მოგზაურობისთვის უფრო მიმზიდველად ითვლება. BM.GE-ი დაინტერესდა - რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები სამოგზაუროდ ახალი წლის დღეებში და ამ კითხვით ტურისტულ კომპანია Travelfy-ს მიმართა.

კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი მარიამ დგებუაძე აღნიშნავს, რომ ახალი წლის პერიოდი ტურიზმში არასეზონურ პერიოდისთვის ყველაზე დატვირთულია. მიმდინარე წელს კი მოგზაურობის მსურველთა მხრიდან აქტივობა გაზრდილია.

„მიმდინარე წელს საახალწლოდ ტრადიციულად პოპულარულია ევროპის მიმართულებები; მაღალი მოთხოვნაა აზიის მიმართულებითაც - მალდივები, ტაილანდი; ბოლო დროს კი ძალიან გააქტიურდა დუბაი და აბუ დაბი. ამასთან, დიდი რაოდენობით ჯავშნები შემოდის კრუიზებზე, რომელიც ევროპიდან, დუბაიდან, აბუ დაბიდან და დოჰადან გადის“, - აღნიშნა მარიამ დგებუაძემ.

მისი თქმით, ზოგადად წელს მოთხოვნა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი, რაც პანდემიის პერიოდში არსებული ჩაკეტილობით არის გამოწვეული, დღეს კი ადამიანები მოგზაურობას ცდილობენ. Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წელს მოთხოვნა განსხვავებულ მიმართულებებზე გაჩნდა.

„გასულ წელს კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე ბევრი მიმართულება ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. წელს კი მდგომარეობა შეიცვალა და წელს დატვირთულობა უფრო მაღალია. განსაკუთრებით გააქტიურებულია აზიის მიმართულება. მოსახლეობა პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე გადაერთო და უცხო მიმართულებებსაც ირჩევს, მაგალითად ზანზიბარი, კენია, აფრიკის სხვა ქვეყნები“, - ამბობს დგებუაძე და დასძენს, რომ ტურისტული პაკეტების ღირებულება პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ დიდად განსხვავებული არ არის და მცირედითაა გაზრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები