მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით ლუდის მოხმარება გაზარდა, რამაც საერთო სურათზე მოახდინა გავლენა და გლობალური მოხმარება 4%-ით გაიზარდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში ლუდის ყველაზე დიდი მომხმარებელი აზიაა და გლობალური ბაზრის 31%-იანი წილი უჭირავს.
აზიის ქვეყნებს შორის უკვე მე-19 წელია, რაც ლუდს ყველაზე დიდი ოდენობით ჩინეთში სვამენ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთს ლუდის დამზადების ტრადიცია დაახლოებით ცხრა ათასწლეულს ითვლის - ეს შედეგი გასაკვირი არ არის. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანამ 38 მილიონი ლუდი მოიხმარა. მსოფლიო ბაზარზე ჩინეთის წილმა კი 20.5% შეადგინა.
შემდეგი ქვეყანა, რომელიც ასევე ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია ამერიკის შეერთებული შტატებია. 2022 წელს, მისმა წილმა მსოფლიო ბაზარზე 13%, მოხმარებამ კი 24 მილიონ ლიტრზე მეტი შეადგინა.
რეიტინგის მესამე ადგილოსანი ბრაზილიაა. აქ ლუდის მოხმარებამ 14 მილიონ ნახევარ ლიტრს მიაღწია, წილმა კი 7.8%. ტოპ მომხმარებელს შორის არის რუსეთი, თითქმის 9 მილიონი ლიტრი.
რუსეთის წილი მსოფლიო ბაზარზე კი 5%-ს აღწევს.
ხუთეულს ავსებს მექსიკა - 8 მილიონი ლიტრით და 4.7%-იანი წილით. ლუდის მოხმარების ათეულშია გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია ვიეტნამი და ესპანეთი.
მიუხედავად იმისა, რომ აზია ლუდის ყველაზე დიდი მომხმარებელია, მისი ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარების კუთხით, ევროპას ჩამორჩება, რადგან ერთ სულ მოსახლეზე ლუდის ტოპ 10 მომხმარებელი ქვეყნიდან, 9 ევროპულია.
მსოფლიოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარებით ჩეხეთი პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაში 1 ადამიანი საშუალოდ წლიურად 184 ლიტრ ლუდს სვამს. ჩეხეთი ასევე ცნობილია ხელმისაწვდომი ლუდით. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ლუდი შეიძლება წყალზე ნაკლებიც კი ღირდეს. ერთი მოსახლე წელიწადში 99 ლიტრ ლუდს სვამს ავსტრიაში. ლიეტუაში 96-ს, რუმინეთში კი 95-ს. ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარებით ლიდერ ქვეყნებს შორის არის პოლონეთიც, სადაც წლიურად ერთი ადამიანი დაახლოებით 94 ლიტრ ლუდს მიირთმევს.
Future Market Insights-ის თანახმად, 2023 წელს ლუდის გლობალური ბაზარი 690 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოს კი ბაზრის ღირებულება 996 მილიარდი დოლარი იქნება.