მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სამინისტროებს დააკისრა სასამართლომ ყველაზე მეტი კომპენსაციების გადახდა?

6401e64cdc837
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.23 00:00
983
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს მთავრობას ქართულ სასამართლოში წაგებულ დავებში კომპენსაციების სახით 6.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. მათ შორის ყველაზე მეტ 58 საქმეზე კომპენსაციების გადახდა პროკურატურას დაეკისრა, ამ კომპენსაციების ჯამური მოცულობა 986,919 ლარს შეადგენდა. 57 გაცემული კომპენსაციით მეორე ადგილზეა ფინანსთა სამინისტრო. ამ კომპენსაციების მთლიანი მოცულობა 133,969 ლარს შეადგენს. მესამე პოზიციას ეკონომიკის სამინისტრო იკავებს 56 გაცემული კომპენსაციით. თუმცა ამ კომპენსაციების მოცულობა ყველაზე დიდია და ის 2,338,509 ლარს შეადგენს.

ყველაზე დიდი კომპენსაციაც სწორედ ეკონომიკის სამინისტროს დაეკისრა, რაც 2,296,655 ლარს შეადგენდა. ეს თანხა მთავრობამ ოთხი ფიზიკური პირის საერთო სარჩელზე ჩარიცხა.

სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დაკისრებული კომპენსაციების უდიდესი ნაწილი შრომით დავებს უკავშირდება, შესაბამისად მოპასუხე მხარეები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. 26 შემთხვევაში მთავრობამ კომპენსაციები კერძო კომპანიებსაც ჩაურიცხა. მათ შორის იყო კომპანია GWP-იც, რომლის სასარგებლოდაც იუსტიციის სამინისტროს 202,375 ლარის გადახდა დაეკისრა.

სახელმწიფო უწყებების რეიტინგი დაკისრებული კომპენსაციების რაოდენობის მიხედვით:

● პროკურატურა - 58 საქმე;
● ფინანსთა სამინისტრო - 57 საქმე;
ეკონომიკის სამინისტრო - 56 საქმე;
● თავდაცვის სამინისტრო - 40 საქმე;
● განათლების სამინისტრო - 36 საქმე;
● გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 29 საქმე;
● იუსტიციის სამინისტრო - 20 საქმე;
● ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 4 საქმე;
● ჯანდაცვის სამინისტრო - 2 საქმე;
● პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2 საქმე.

2022 წელს მთავრობის მიერ გადახდილი კომპენსაციების მოცულობა 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები