მსოფლიოს მასშტაბი 100-ზე მეტი განსხვავებული ვალუტაა წარმოდგენილი, მათი უმეტესობა კი მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გამოიყენება.
ზოგიერთ ვალუტას საერთაშორისო ვაჭრობაშიც აქტიურად იყენებენ, ასეთ ვალუტებს შორის ლიდერი კი ამერიკული დოლარია, რომელიც გლობალურად ყველაზე აქტიურად ივაჭრება და მას სარეზერვო ვალუტის სტატუსი აქვს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 ტრილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები ხორციელდება ამერიკულ ვალუტაში.
Bank for International Settlements-ის ინფორმაციით, ამერიკული დოლარი საერთო ტრანზაქციების 88 პროცენტში ერთ-ერთ რგოლში მაინც არის ჩართული.
მოთხოვნით მეორე ადგილს ევრო იკავებს, რომლის ვაჭრობის მოცულობა $2.3 ტრილიონს აღწევს. მესამე ადგილზე კი იაპონური იენია, რომელიც $1.2 ტრილიონის მოცულობით ივაჭრება.
გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი ვალუტების რეიტინგს:
1. ამერიკული დოლარი - $6.6 ტრლნ | 88%
2. ევრო - $2.3 ტრლნ | 31%
3. იაპონური იენი - $1.2 ტრლნ | 17%
4. ბრიტანული სტერლინგი - $600 მლრდ | 13%
5. ავსტრალიური დოლარი - $500 მლრდ | 7%
6. კანადური დოლარი - $400 მლრდ | 6%
7. შვეიცარიული ფრანკი - $300 მლრდ | 5%
8. ჩინური იუანი - $150 მლრდ |2.5%
9. ჰონგ-კონგური დოლარი - $100 მლრდ | 2%
10. ზელანდიური დოლარი - $80 მლრდ | 1.5%