მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი და რა ტიპის რაკეტები გამოცადა ბოლო დღეებში რუსეთმა?

რუსეთი

გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა ახალი შეიარაღება გამოცადა და ამის შესახებ საჯარო განცხადებაც გაავრცელა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, წარმატებით ჩაიარა ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა დრონ Poseidon-ის გამოცდამ. საუბარია ახალ იარაღზე, რომელიც, პუტინის შეფასებით, შეუჩერებელია და გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Sarmat-ი, იგივე Satan II.

ცნობისთვის, აღნიშნული იარაღის მოქმედების რადიუსი 18,000 კილომეტრია და 10 ტონა ასაფეთქებელი ტვირთის გადატანა შეუძლია. როგორც რუსული მხარე იუწყება, ახალი წყალქვეშა დრონის Poseidon-ის გაშვება წყალქვეშა ხომალდიდან მოხდა და გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა კიდევ ერთი იარაღი, შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Burevestnik-ი გამოცადა. ამჯერადაც, საუბარია ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე იარაღზე, რომელმაც 14,000 კილომეტრი 15 საათში დაფარა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა მოგვიანებით განმარტა, რაკეტების გამოცდით მოსკოვმა ამერიკას საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები შეახსენა და NATO-ს მხრიდან მომავალ ზეწოლას “საკადრისი პასუხი გასცა”.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ ვაშინგტონში, სადაც რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები და იარაღების გამოცდა გლობალური ბირთვული სტაბილურობისთვის სერიოზულ გამოწვევად შეაფასეს. თუმცა საპასუხო ნაბიჯების გადადგმა არ დაუანონსებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები