მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი გადასახადების შემცირება გაზრდის საქართველოს ეკონომიკას ყველაზე სწრაფად?

60c707df40649
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.21 11:39
4199
EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს. კვლევაში განხილულია ის საბიუჯეტო და ეკონომიკური ეფექტი, რომელიც კონკრეტული გადასახადების მოცულობის შემცირებას ექნება. მათ შორის კვლევის თანახმად, გადასახადი, რომლის შემცირებასაც ყველაზე დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, არის საშემოსავლო გადასახადი. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყველა დასაქმებული საშემოსავლოს სახით ხელფასის 20%-ს იხდის. თუკი ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 1.7%-ით დაჩქარდება, 12%-მდე შემცირება კი მას 2.7%-ით გაზრდის.

რომელი გადასახადების შემცირება შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას - კვლევის შედეგები:

საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.67%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.65%-ით;
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 1.68%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 1.63%-ით, თუმცა
საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 12%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 2.69%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 2.60%-ით;

დღგ-ის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე ასე აისახება:

დღგ-ის 18%-დან 16%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.31%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.31%-ით;
დღგ-ის 18%-დან 14%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.62%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.62%-ით;
დღგ-ის 18%-დან 12%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 1.25%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 1.24%-ით;

კვლევაში ასევე განხილულია დღგ-ის გადახდის დაწყებისთვის მინიმალური ბრუნვის მოცულობის გაზრდის ეფექტიც, რაც მცირე და მიკრო ბიზნესის შეღავათს წარმოადგენს:

დღგ-ის ქვედა ზღვრის 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე აწევა - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.064%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.04%-ით;
დღგ-ის ქვედა ზღვრის 100,000 ლარიდან 300,000 ლარამდე აწევა - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.012%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.06%-ით;
დღგ-ის ქვედა ზღვრის 100,000 ლარიდან 500,000 ლარამდე აწევა - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.023%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.12%-ით;
500,000 ლარამდე მოცულობის ბრუნვის ბიზნესებითვის დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.118%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.06%-ით;
1,000,000 ლარამდე მოცულობის ბრუნვის ბიზნესებისთვის დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.198%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.12%-ით.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კონკრეტული სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება ამ სექტორზე, მართალია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი გავლენა მთლიანად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დაბალია. მაგალითად:

რესტორნებისთვის დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირდება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.027%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.03%-ით;
სასტუმროებისთვის დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირდება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.027%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.03%-ით;
გართობის, დასვენებისა და რეკრეაციის სექტორისთვის დღგ-ის 18%-დან 0%-მდე შემცირდება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.033%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.03%-ით;
რესტორნებში დასაქმებულთათვის საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 0%-მდე შემცირდება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.104%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.10%-ით;
სასტუმროებში დასაქმებულთათვის საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 0%-მდე შემცირდება - ეკონომიკურ ზრდას გაზრდის 0.104%-ით, თუმცა შეამცირებს მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებს 0.10%-ით.

მთავრობა განახლებული ეკონომიკური პროგნოზით, წელს 6.5%-იან ზრდას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები