მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კეთდება უცხო ძალის და რომელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ? - მურმან მარგველაშვილი

მარგველაშვილი

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი ეხმაურება „რუსული კანონის“ განმეორებით ინიცირებას პარლამენტში და ამბობს, რომ არ ესმის, თუ რატომ არის უცხოური გავლენის გატარება, როცა განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს ესა თუ ის ორგანიზაცია.

„ხალხნო გამაგებინეთ, რომელია უცხო ძალის გავლენის გატარება?

- სექტორულ წესებზე, კანონებზე მუშაობა და ინსტიტუციურ მექანიზმების მშენებლობა, საჯარო მოხელეთა ინფორმირება-განათლება, ეფექტური პოლიტიკების შემუშავება
- კორუფციასთან ანუ ჩვენი ფულის პარვასთან ბრძოლა და მოსამართლეთა და საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მოთხოვნა, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს და დაუცველები არ ვიყოთ
- ჩვენი საარჩევნო უფლებების დაცვა და მონიტორინგი
- უმცირესობების და დაჩაგრულების დაცვა, ქალების და მოხუცების დაცვა
- რეგიონებში მეწარმეობის და ეკონომიკის განვითარება, ბავშვების განათლებაზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობაში ახალი ცოდნის და ტექნოლოგიების შემოტანა
- ბუნებრივ და საცხოვრებელ გარემოზე, ჰაერის ხარისხზე ზრუნვა,
- უსაფრთხოების, ეკონომიკის, სოციალურ საკითხებზე მუშაობა და აკადემიური ფიქრი
- დანარჩენი თავად გააგრძელეთ. . .

თუ

- ანაკლიის და ფოთის პორტების, ყარსის რკინიგზის, სტრატეგიული გაზსაცავის, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის დაბლოკვა და განუვითარებლობა
- მტრული ქვეყნის მოქალაქეების სრულიად უკონტროლო შემოშვება და ამავე დროს პროგრესული მოღვაწეების დაბლოკვა
- სასამართლო სისტემის მოშლა და კორუფციულ-პარტიულ ინსტრუმენტად გადაქცევა
- უცოდინარების და უუნაროების პარტიული ნიშნით დაწინაურება და მმართველობითი სისტემის მოშლა, რომ განვითარება ვერ მოხდეს
- განათლების სისტემის მოშლა და უუნარო უმეცარი თაობების გამოზრდა
- თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემების დასუსტება და მოსახლეობაში დაუცველობის და უმწეობის გრძნობის დამკვიდრება
- FSB-ეს აგენტის სანქციებისგან დასაცავად საბანკო სისტემის ყურებზე დაყენება
- ზიზღის და სიძულვილის დანერგვა საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ამით დასუსტება
- საჯარო მოხელეთა იძულება და პარტიულ ინტერესებს დაქვემდებარება,
- და თუნდაც ამ კანონის მიღება!

დანარჩენი თავად გააგრძელეთ . . . .

რომელი კეთდება უცხო ძალის და რომელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ?
ხალხნო, მოდით გადავდოთ ძალად მოხვეული ზიზღ-დაპირისპირება და ვიმსჯელოთ, რომ ერთმანეთს გავუგოთ. განსაკუთრებით კანონის მომხრეებს გთხოვთ.

შეიძლება არასწორად ვსვამ შეკითხვებს და გამისწორეთ“, - წერს მურმან მარგველაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები