2025 წლების 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია - ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად საქართველოში 146,271 სახმელეთო ტრანსპორტია დაზღვეული. 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 133,540 იყო, ხოლო 2023 წელს - 121,512.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის 6 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევით კომპანიებმა 156 მლნ ლარი მოიზიდეს და ამ სახეობაში ბაზრის ლიდერია თიბისი 40.1 მლნ ლარით და შესაბამისად, 26%-იანი წილით. მეორე და მესამე პოზიციებს „ალდაგი“ და „ჯიპიაი“ ინაწილებენ.





























