ამასთან, ასაკობრივ ჭრილში, პოლიტიკური პარტიებისგან ყველაზე მეტი სიუცხოე 18-34 ასაკობრივ ჯგუფშია, სადაც გამოკითხულთა 70% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია დგას. 35-54 ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 59%-ია, ხოლო 55+ მოსახლეობაში 43%.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.




























