მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები გამოიმუშავებენ ნახშირბადის ყველაზე მეტ ემისიას

სს

სათბურის ეფექტი, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი, წიაღისეული საწვავის წვასთან ერთად, რასაც თან ნახშირბადის ემისიებს გამოყოფა ერთვის, გაცილებით ინტენსიური ხდება. ეფექტის გაძლიერება კი პლანეტის კლიმატში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს.

პლატფორმა Global Carbon Atlas-ის კვლევის თანახმად, დედამიწის ატმოსფეროში არსებული ნახშირბადის ემისიების თითქმის ⅓-ზე პასუხისმგებელი ჩინეთია, რომელსაც ინდოეთი და აშშ-ი მოსდევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ეს სამი ქვეყანაზე გლობალური ემისიების 52%-იანი წილი მოდის - ისინი მოსახლეობის რაოდენობითაც გამოირჩევიან.

10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ CO2-ს გამოიმუშავებს:

  1. ჩინეთი - 30.9%
  2. ამერიკის შეერთებული შტატები - 13.5%
  3. ინდოეთი - 7.3%
  4. რუსეთი - 4.7%
  5. იაპონია - 2.9%
  6. ირანი - 2%
  7. გერმანია - 1.8%
  8. საუდის არაბეთი - 1.8%
  9. ინდონეზია - 1.7%
  10. სამხრეთ კორეა - 1.7%

რაც შეეხება ნახშირბადის ემისიების წილს ერთ სულ მოსახლეზე, ამ მხრივ აშშ ლიდერობს - 15.32 მეტრული ტონით, მაშინ როცა ჩინეთისა და ინდოეთის ანალოგიური მაჩვენებელი 7.44 და 1.89 ტონაა.

ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, აშშ-მ დედამიწის ატმოსფეროში 422 მილიარდი მეტრული ტონა CO2 გაუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ინდუსტრიული აქტივობისა და წიაღისეული საწვავის წვით გამომუშავებული ნახშირბადის მეოთხედს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროს დაბინძურებაში პასუხისმგებელი ქვეყნების უმრავლესობას უკვე აქვს სამოქმედო გეგმა შემუშავებული, რომლის ფარგლებშიც მომდევნო ათწლეულის მანძილზე ნახშირბადის ემისიებს შეამცირებენ. აშშ 2050 წლამდე წმინდა ნულოვან ნიშნულამდე ჩამოსვლას გეგმავს - ამავეს აპირებს ჩინეთი 2060 და ინდოეთი - 2070 წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები