მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ლიდერობენ 2023 წლის ინოვაციების გლობალურ ინდექსში?

ინოვაცია

ქვეყნის წარმატების გასაზომად ეკონომისტები, ფინანსისტები და მკვლევრები მრავალ მეტრიკას იყენებენ, მათ შორის: მთლიან შიდა პროდუქტს; უმუშევრობის დონეს; საშუალო და მედიანურ ხელფასს; ჯინის კოეფიციენტს. თუმცა ბოლო წლებში, ერთ-ერთ საინტერესო საზომად - ინოვაციურობა იქცა, რომელიც აღნიშნავს, თუ რა გზებით და რამდენად ეფექტიანად უმკლავდება ქვეყანა ამა თუ იმ გამოწვევებს და რა დოზით იყენებს ის ახალ ტექნოლოგიებს.

ინოვაციურობის გაზომვის კუთხით ერთ-ერთი საინტერესო დაწესებულება - “ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციაა”, რომელიც, ინოვაციების გლობალურ ინდექსს აქვეყნებს, თანაც ყოველწლიურად. აღნიშნული ინდექსი მრავალპროფილურია და ისეთ კატეგორიებს მოიცავს, როგორიცაა ახალი ტექნოლოგიების მიმართ გახსნილობა, ელექტრიფიკაციის დონე, განახლებადი ენერგიის როლი და ღირებულება, კვლევისა და განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა და მეცნიერების ზოგადი დონე.

2023 წლის ინოვაციების გლობალური ინდექსის პირველი ათეული, შემდეგნაირად გადანაწილდა:

#1 - შვეიცარია (67.6 ქულა)
#2 - შვედეთი (64.2 ქულა)
#3 - აშშ (63.5 ქულა)
#4 - გაერთიანებული სამეფო (62.4 ქულა)
#5 - სინგაპური (61.5 ქულა)
#6 - ფინეთი (61.2 ქულა)
#7 - ნიდერლანდები (60.4 ქულა)
#8 - გერმანია (58.8 ქულა)
#9 - დანია (58.7 ქულა)
#10 - სამხრეთ კორეა (58.6 ქულა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები