მსოფლიოს ეკონომიკების სწრაფი ზრდა საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს, ფინანსური ინვესტიცია სხვადასხვა ქვეყანაში სარფიანად ჩადონ - თუმცა საინტერესოა, ახლავს თუ არა რისკები საზღვარგარეთ ინვესტირებას და როგორ შეიძლება, ეს რისკები წინასწარ შეფასდეს?
ამ კითხვას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორის ანგარიში პასუხობს, რომელშიც საზღვარგარეთ ინვესტირების რისკფაქტორები და მაღალ თუ დაბალ რისკიანი ქვეყნებია განხილული.
მაღალრისკიანი ქვეყნების რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, რომელთა შორის პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რისკები ერთიანდება. შესაბამისად, ანგარიში სწორედ ამ მეთოდოლოგიას ეყრდნობა: თითოეულ ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობის ფორმის, კორუფციის დონის, სახელშეკრულებო უფლებების თუ ეკონომიკური დივერსიფიკაციის შეფასებასა და ანალიზს.
ანგარიშის თანახმად, 5 ქვეყანა, სადაც 2023 წლის ივლისის მონაცემებით, ინვესტიციის ჩადება ყველაზე დიდ რისკთანაა დაკავშირებული ბელარუსი, ლიბანი, ვენესუელა, სუდანი და სირია არიან, რომელთა რისკიანობა 24.8%-ით ფასდება.
ყველაზე მაღალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნები:
- ბელარუსი – 24.8%
- ლიბანი – 24.8%
- ვენესუელა – 24.8%
- სუდანი – 24.8%
- სირია – 24.8%
- არგენტინა – 18.2%
- კუბა – 18.2 %
- განა – 18.2%
- რუსეთი – 18.2%
- შრი-ლანკა – 18.2%
- უკრაინა – 18.2%
- ზამბია – 18.2%
- ჰაიტი – 18.2%
- ჩრდილოეთი კორეა – 18.2%
- მალავი – 18.2%
- სიერა-ლეონე – 18.2%
- სომალი – 18.2%
- ეკვადორი - 15.2%
- ელ სალვადორი - 15.2%
- ლაოსი - 15.2%
რაც შეეხება საქართველოს, აქ ინვესტირების რისკი 4.6%-ით არის შეფასებული და რეიტინგში მოხვედრილ 177 ქვეყანას შორის 87-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს რეგიონში რიგით მეორე საუკეთესო შედეგი აქვს. რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში საინვესტიციო რისკიანობის მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
რუსეთი - 18.2%
თურქეთი - 9.9%
ირანი - 9.9%
სომხეთი - 5.5%
აზერბაიჯანი - 3.8%
რაც შეეხება ყველაზე დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე ქვეყნებს, რომელთა შეფასებაც 0.0%-ია, ესენია: აშშ, შვეიცარია, შვედეთი, სინგაპური, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, გერმანია, დანია, კანადა და ავსტრალია.