მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო სმარტფონებს? - რეიტინგი

647c620a41d1a
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.23 14:02
4898
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ $113 მილიონი დოლარის ანუ 294 მილიონი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინა. საქსტატის ინფორმაციის, ეს 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32 მილიონი დოლარით (40%-ით) მეტია. ამ მაჩვენებლით, მობილურმა ტელეფონებმა საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის სტატისტიკაში მედიკამენტებსა და კომპიუტერებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

საქართველო სმარტფონების უდიდეს ნაწილს, მობილურების საბითუმო რეალიზების გლობალური ცენტრიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ყიდულობს. იმპორტის სტატისტიკაში ასევე წამყვან ადგილზე მოხვდა ჰონგ-კონგი, რომელიც გლობალურად მობილურების წარმოების და მათი საბითუმო რეალიზების ერთ-ერთი ცენტრია. იმის მიუხედავად, რომ სმარტფონების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთში იწარმოება, ეს პროდუქცია ქვეყანაში ძირითადად შუამავალი ქვეყნების გავლით ხვდება.

ქვეყნები, საიდანაც 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ მობილური ტელეფონები შეიძინა:

1 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 53.3 მილიონი დოლარი;
2 ჩეხეთი - 23.0 მილიონი დოლარი;
3 ვიეტნამი - 11.4 მილიონი დოლარი;
4 ჰონგ-კონგი - 6.2 მილიონი დოლარი;
5 ჩინეთი - 4.9 მილიონი დოლარი;
6 ნიდერლანდები - 3.6 მილიონი დოლარი;
7 ინდოეთი - 2.4 მილიონი დოლარი;
8 შვედეთი - 2.2 მილიონი დოლარი;
9 კვიპროსი - 1.0 მილიონი დოლარი;
10 შვეიცარია - 0.8 მილიონი დოლარი.

თითქმის განახევრებულია სნარტფონების რეექსპორტის მოცულობა. 2022 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 13.6 მილიონ დოლარზე იყო, წელს კი 7.6 მილიონს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მეტი ღირებულების 3.4 მილიონი დოლარის მობილურები გავიდა საქართველოდან ყზახეთში, 1.7 მილიონის სომხეთში, 1.4 მილიონის კი აზერბაიჯანში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები