საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ევროკავშირში ერთ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობით ბოლო ადგილს ბულგარეთი იკავებს, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 18,522 დოლარს შეადგენს. მას უსწრებს რუმინეთი 21,421 დოლარით, შემდეგ პოზიციაზეა ლატვია 24,374 დოლარით, ხოლო შემდეგ კი უნგრეთი 24,808 დოლარით. რაც შეეხება ყველაზე მაღალშემოსავლიან EU-ის ქვეყანას, ამ პოზიციას კვლავ ლუქსემბურგი იკავებს, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე 140 ათას დოლარს აღემატება. მეორე ადგილს იკავებს ირლანდია 109 ათასი დოლარით, მესამეზე კი დანიაა 75 ათასით. შესაბამისად, EU-ს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ ერთ მოსახლეზე ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მაჩვენებელს 7.6-ჯერ აღემატება.
| ქვეყანა | IMF მშპ ერთ მოსახლეზე, 2025 წელი, აშშ დოლარები |
| ლუქსემბურგი | 140,941 |
| ირლანდია | 108,919 |
| დანია | 74,969 |
| ნიდერლანდები | 70,480 |
| სან-მარინო | 59,603 |
| ავსტრია | 58,192 |
| ბელგია | 57,772 |
| გერმანია | 55,911 |
| ფინეთი | 54,163 |
| საფრანგეთი | 46,792 |
| მალტა | 45,735 |
| კვიპროსი | 41,132 |
| იტალია | 41,091 |
| ესპანეთი | 36,192 |
| სლოვენია | 35,332 |
| ჩეხეთის რესპუბლიკა | 33,039 |
| ესტონეთი | 32,760 |
| ლიეტუვა | 30,835 |
| სლოვაკეთის რესპუბლიკა | 27,130 |
| პოლონეთი | 26,805 |
| საბერძნეთი | 25,756 |
| ხორვატია | 25,674 |
| უნგრეთი | 24,809 |
| ლატვია | 24,374 |
| რუმინეთი | 21,421 |
| ბულგარეთი | 18,522 |
2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე მაჩვენებელი საქართველოში 9,141 დოლარს შეადგენს, რაც ევროკავშირის უღარიბეს ბულგარეთზე ზუსტად ორჯერ ნაკლებია. 2025-2029 წლებში საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი საშუალოდ 5.4% იქნება. ამ ეკონომიკური ზრდით საქართველოს 14 წელი დასჭირდება, რათა ბულგარეთის დღევანდელ დონეს დაეწიოს.




























