2024 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა ენერგეტიკულმა ობიექტებმა სულ 11.35 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით მეტია.
ელექტროენერგიის გამომუშავების სტატისტიკის თანახმად, წელს საქართველომ უფრო მეტი განახლებადი ენერგია მოიხმარა, ვიდრე 2023 წელს. სტატისტიკის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება წელს 7%-ით, ანუ 634 მილიონი კილოვატ საათით, 9.5 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 460 მილიონ კილოვატზე მეტად, ანუ 20%-ით იკლო თბოელექტროსადგურების გენერაციამ, რადგანაც გაზრდილი ჰიდრო გამომუშავების ფონზე იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების სრული დატვირთვით ამუშავება საჭიროებას არ წარმოადგენდა.
სემეკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია "ენგურჰესმა" გამოიმუშავა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 1,300 მეგავატს შეადგენს. ამასთანავე, ენგურის სისტემის ნაწილია “ვარდნილჰესების კასკადიც”, რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს. 2024 წლის 9 თვეში ენგურჰესმა 3.07 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლიურად 0.6%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციაზეა ვარციხეჰესი 724 მილიონი კილოვატ საათის გამომუშავებით, მესამე პოზიციაზე კი ვარდნილჰესების კასკადი 626 მილიონი კილოვატ საათის გამომუშავებით.
# | ჰიდროელექტროსადგური | გამომუშავება 2024 წლის 9 თვეში, მლნ. კილოვატ საათი | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
1 | ენგურჰესი | 3,073.00 | 0.6% |
2 | ვარციხე | 724.3 | 2.6% |
3 | ვარდნილჰესების კასკადი | 626.6 | 12.2% |
4 | დარიალიჰესი | 390 | 0.3% |
5 | შუახევიჰესი | 366.3 | -9.7% |
6 | ფარავანჰესი | 317.5 | 16.4% |
7 | ხრამჰესი 2 | 317.2 | 28.0% |
8 | ლაჯანურჰესი | 310.8 | 2.2% |
9 | გუმათჰესი | 267.9 | 2.9% |
10 | ჟინვალჰესი | 263.6 | -15.5% |
11 | ხრამჰესი 1 | 239.5 | 59.0% |
12 | რიონჰესი | 219.5 | 8.4% |
13 | ხელვაჩაურიჰესი 1 | 197.5 | 41.0% |
14 | ზაჰესი | 191.2 | 12.7% |
15 | ძევრულაჰესი | 147.2 | 34.4% |
16 | შაორჰესი | 128.7 | -6.5% |
17 | კირნათიჰესი | 122.7 | 75.2% |
18 | ხადორჰესი | 117.2 | 16.2% |
19 | მესტიაჭალაჰესი 2 | 95.8 | 4.1% |
20 | ჩითახევჰესი | 89.6 | 8.7% |
21 | ოლდენერჯიჰესი | 83.4 | 5.6% |
22 | აწჰესი | 77 | 6.0% |
23 | ხობიჰესი 2 | 74 | გაიხსნა წელს |
24 | ლარსიჰესი | 63.7 | 7.7% |
25 | მესტიაჭალაჰესი 1 | 55.7 | 1376.7% |
26 | ბჟუჟაჰესი | 54.7 | 1297.9% |
27 | ორთაჭალაჰესი | 51.8 | -9.1% |
28 | ახმეტაჰესი | 43.6 | 1582.7% |
29 | არაგვიჰესი | 39.9 | 304.3% |
30 | რაჭაჰესი | 34.5 | 256.6% |
31 | ახალქალაქიჰესი 1 | 33.2 | 343.6% |
32 | ბახვიჰესი 3 | 29.6 | -22.5% |
33 | ლახამიჰესი 2 | 29.3 | 26.7% |
34 | ნაკრაჰესი | 28.4 | 3276.9% |
35 | საშუალაჰესი 1 | 27.2 | 46.1% |
36 | კასლეთიჰესი | 26.3 | 234.4% |
37 | კინტრიშაჰესი | 25.2 | 463.3% |
38 | ხადორიჰესი 2 | 23.2 | -32.1% |
39 | ყაზბეგიჰესი | 22 | 265.8% |
40 | სხალთაჰესი | 20.4 | 187.8% |
41 | ლახამიჰესი 1 | 19.7 | -36.8% |
42 | საშუალაჰესი 2 | 19.6 | 1586.7% |
43 | სიონჰესი | 19.5 | 16.7% |
44 | საგურამოჰესი | 16.7 | 3704.1% |
45 | ჩხოროწყუჰესი | 16.6 | 108.5% |
46 | შილდაჰესი | 16.6 | -51.5% |
47 | ალაზანჰესი | 14 | -74.8% |
48 | დებედაჰესი | 13.5 | 937.7% |
49 | ავანიჰესი | 11.7 | 44.6% |
50 | არაგვიჰესი 2 | 11 | 406.2% |